2022 წლის 1 ნოემბერს სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის კლუბი „ახალი სიცოცხლე“-ს წევრი მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი: „ბავშვები ბავშვებისთვის“ . პროექტის ფარგლებში შეარჩიეს თემა: „ბავშვთა დაცვის რისკები სამუშაო ადგილზე“ .პროექტი ხორციელდება კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრში, “SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში. მოცემულ პროექტში შეძენილი ცოდნის საფუძველზე კლუბის წევრი მოსწავლეების ინიციატივით დაიგეგმა პროექტი „ბავშბვები ბავშვებისთვის“, გადაგზავნილ იქნა გერმანიის გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერ ორგანიზაციასთან, რომელთა მიერ დაფინანსდა მოცემული პროექტი როგორც მგზავრობის საფასურით, ასევე საკანცელარიო საქონლით.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა 15 მოსწავლემ და ჯოყოლოს სკოლის 30 მოსწავლე.შეხვედრა წარიმართა თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ზეინაბ კაკალაშვილის ფალსილიტაციის, რომელსაც ესწრებოდა მოსწავლეებთან ერთად ჯოყოლოს სკოლის დირექტორი- ქალბატონ ნაზო ბორჩაშვილი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქალბატონი ნათელა ტოხოსაშვილი, დიდი მადლობა მათ საუკეთესო თანამშრომლობისა დაუვიწყარი საჩუქრისთვის, ბავშვებს კი აქტიური მონაწილეობისთვის.
“SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში ვრცელი ინფრომაცია მოაწოდა პროექტის კოორდინატორმა ჯულია ძამუკაშვილმა.
მიზანი: მონაწილეები გაეცნობიან ბავშვთა შრომისს არსს და იმ ძირითად რისკებს რაც შრომაში ჩართულ ბავშვებს აქვთ.
პროექტის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს:
• კლუბის წევრ მოსწავლეებმა გააკეთეს კვლევა
• დაამუშავეს თემა „ბავშვთა დაცვის რისკები სამუშაო ადგილზე“ და ინფორმაციის საფუძველზე მოამზადეს პრეზენტაცია,
• დაბეჭდეს საინფორმაციო ბუკლეტები, გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებასა და თემში პანკისის ხეობის, კერძოდ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში.
• სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები, გამართეს დიკუსიები ბავშვთა დაცვის სესაძლო რისკებზე სამუშაო ადგილებზე, იმსჯელეს რამდენადაა და რა ფორმით არის შესაძლებელი ამ რისკების თვიდან არიდევის შესაძლებლობა.
• იმსჯელეს მოცემულ საკითხში თვითონ რა წვლილის შეტანა შეუძლით.
• გაავრცელეს მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები და „SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში დამზადებული საინფორმაციო მასალები.
პროექტი ყველაზე წარმატებული იყო იმ ნაწილში, როდესაც უკვე მოძიებულ და დამუშავებულ მასალას გადმოსცემდნენ მოსწავლეები. პროექტში ჩართული იყვნენ დირექტორი და სამოქალაქო განათლების მასწავლებებლი, მ ოსწავლეებმა სასწავლო პროექტში მონაწილეობით მიიღეს სარგებელი , გაიღრმავეს ცოდნა, გაიფართოეს თვალსაწიერი, დაეუფლენ სხვადასხვა სასიცოცხლო უნარ- ჩვევას. თემის შეჯამებისას მოსწავლეთა მხრიდან წამოიჭრა ახალი ინიციატივები, რომლეთა დაგეგმვა და გაგრძელება ეტაპობრივად მოხდება,
მომიდინარეობს სტენდის მოწყობა, რომელზედაც იქნება აღბეჭდილი პროექტის განხორციელების ამსახველი ფოტოები. ფოტო მასალა და ინფორმაცია ასევე განვათავსეთ კლუბის ფეისბუქ გვერსა და კლუბის გვერძე..