вторник, 9 мая 2023 г.

თელავის N5 საჯარო სკოლაში "სამოქალაქო განათლების ტური" მოეწყო

https://youtu.be/A3YyIJoaVPo 




3 მაისს თელავის N5 საჯარო სკოლაში მოეწყო USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში "სამოქალაქო განათლების ტური" -მედია ცენტრ კახეთის ორგანიზებით. ,, მედია ტური'' შეხვედრა გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა ქალბატონმა მარინა უშვერიძემ. შეხვედრას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი. ღონისძიებაზე სამოქალაქო განთლების კლუბის "ახალი სიცოცხლე"-ს და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს სასკოლო სამოქალაქო პროექტების და მოსწავლეთა შექმნილი ვებსაიტის პრეზენტაცია. მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენა . შეხვედრას ესწრებოდნენ, USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და PH international -ის წარმომადგენლები: მარინა უშვერიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ელენე ჩხეიძე, თამუნა ფრუიძე და თიკო ბაქრაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი მარი ჩიქობავა, მასწავლებელთა სახლის დირექტორი ბატონი ბერიკა შუკაკიძე ,მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგებლებს. დიდი მადლობა საუკეთესო მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის.


https://www.facebook.com/media/set/?set=a.803157967928657&type=3


თელავის N5 საჯარო სკოლაში „სამოქალაქო განათლების ტური“ მოეწყო