თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ახალი სიცოცხლე“ წევრების ინიციატივით მოსწავლეებმა
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ფრთხილად ბავშვებია“ ნიშნის და შემაფერხებელი ბარიერის
განთავსებასთან დაკავშირებით ადვოკატირების პროცესი აწარმოეს თელავის მერიის სატრანსპორტო
სამსახურთან, მათ თემის საჭიროება დაინახა და მოსწავლეთა თხოვნა დააკმაყოფილა.
ფრთხილად ბავშვებია ნიშნები განთავსდა :
კვირიკე დიდის ქუჩაზე
გოგებაშვილი ქუჩაზე
შემაფერხებელი ბარიერი - გოგებაშვილის ქუჩაზე ავტობუსის გაჩერებასთან
დიდი მადლობა მერიის სამსახურს თანამშრომლობისთვის.
თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ახალი სიცოცხლე“ წევრი მოსწავლეები მომავალშიც ვგეგმავთ სათემო პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.
მონაწილე მოსწავლეთ სია
- ნინო წულუკიძე
- ბარბარე ლეფსვერიძე
- ანი კოზმანიშვილი
- გვანცა კენჭოშვილი
- ნიკა აბრამიშვილი
- ნიკოლოზ შიუკაშვილი