вторник, 8 апреля 2025 г.

აუტიზმის საერთაშორისო დღე


 თელავის N5 საჯარო სკოლის მე-4 და მე-10 კლასის მოსწავლეებთა მონაწილეობით ავღნიშნეთ აუტიზმის საერთაშორისო დღე. 2025 წელს, აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის თემაა " ნეირომრავალფეროვნების წინსვლა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) " ამ დღის სლოგანია - „პატივისცემა, მიმღებლობა, ჩართულობა“ 2025 წლის 2 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები ლურჯ ფერში ნათდება, რაც „Light It Up Blue“ კამპანიის ნაწილია და საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება. ჩვენის სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ აღნიშნულ კამპანიას მრავალფეროვანი აქტივობებითა და ლურჯი ბურთებით. მე და საზოგადოებისა და მოქალაქეობის პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი

https://youtu.be/KHBM-SOVIBQ

https://www.facebook.com/share/v/15zf49zFHi/

четверг, 3 апреля 2025 г.

პროექტი „ჩემი ქალაქის ღირშესანიშნაობები“


თელავის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასში განხორციელდა პროექტი „ჩემი ქალაქის ღირშესანიშნაობები“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა როლური თამაშები, მოაწყვეს კულტურული ტური და ბოლოს თვითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია. პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. მე და საზოგადოებისა და მოქალაქეობის პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი

 https://www.facebook.com/share/p/1EWDvu99Zs/

четверг, 27 марта 2025 г.

შრომითი უფლებები და მოვალეობები

 


2025 წლის 18-19 მარტს ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასში ჩატარდა სამოქალაქო განათლების გაკვეთილი შრომითი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში შრომითი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. გაკვეთილი ჩატარდა პროგრამა EU4Youth პროგრამის ფარგლებში. მადლობა პროგრამის ორგანიზატორებს და Eco Centre- ს შესაძლებლობისთვის. მე და საზოგადეობის და მოქალაქეობის მასწავლებელი - ზეინაბ კაკალაშვილი

среда, 5 марта 2025 г.

მასწავლებლის გლობალური ჯილდო - ახალგაზრდა მკვლევარები ინდოეთში: კულტურა, განათლება, გლობალური ხედვა



თელავის ისტორიული მუზეუმის
საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა თემაზე - მასწავლებლის გლობალური ჯილდო - ახალგაზრდა მკვლევარები ინდოეთში: კულტურა, განათლება,
გლობალური ხედვა. ხელმძღვანელი - მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი - ზეინაბ კაკალაშვილი.
მიზანი - პრაქტიკის გაზიარება; ინდოეთის განათლების სისტემისა და კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა , კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრება სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო მოდელების შედარება.

პრეზენტატორები- თელავის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგები - ზეინაბ კაკალაშვილი, ია კოკოშაშვილი, თელავის მეხუთე საჯარო სკოლის მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები. მოწვეული სტუმრები - თელავის მეექვსე და მეცხრე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები.

შეხვედრა მრვალფეროვანი აქტივობებისთ იყო დატვირთული. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დიკუსია.




https://www.facebook.com/share/p/19zDacBUM8/ 

вторник, 4 марта 2025 г.

ქვიზების კონკურსი -გამარჯვებული



გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ! 🏆

ქვიზების შევსების კონკურსმა საოცარი შედეგი აჩვენა – ჯამში 1200-მდე პასუხი მივიღეთ! 💡

✨ გვსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა მასწავლებელს, ვინც აქტიურად ჩაერთო საკუთარ მოსწავლეებთან ერთად 💚 20+ მოსწავლის ჩართვისთვის ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიიღო სერტიფიკატი ელ-ფოსტაზე.

 განსაკუთრებული მადლობა კი ამ 20 მასწავლებელს ეკუთვნის, რომლებმაც ყველაზე მეტი მონაწილე ჩართეს კონკურსით განსაზღვრულ ვადაში. სწორედ ისინი დაესწრებიან ონლაინ ტრენინგს 

🔗 შეხვედრის ბმულსა და დეტალებს გამარჯვებულები ელფოსტით მიიღებენ. 

💡გაითვალისწინეთ: ეს აქტივობა ორგანიზებული იყო EU4Youth პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩვენ უბრალოდ კარგი ამბების გაზიარების შესაძლებლობა არ გამოვტოვეთ. 😂💚 

გილოცავთ გამარჯვებულებს და მადლობა ყველას ამხელა ენთუზიაზმისთვის! 💚


https://www.facebook.com/share/p/15zRSCUntR/ 

среда, 19 февраля 2025 г.

დავით აღმაშენებლის 900 წლისთავისადმი კვირეული

 დავით აღმაშენებლის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით კლუბის მოსწავლეთა მონაწილეობით კვირეულის ფარგლებში ჩატარდა გაკვეთილი,განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა შექმნეს დავით აღმაშენებლის სამეფო საბჭოს სხდომის სიმულაცია, მოაწყვეს დილემის განხილვა. მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს ყივჩაღების ჩამოსახლების მიზეზებზე,  ჩამოაყალიბეს  როგორც დადებითი მხარეები, ასევე  გარკვეული უარყოფითი მხარეები და გააკეთეს დასკვნები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესე - „დავით აღმაშენებლის გადაწყვეტილება: სარგებელი თუ საფრთხე?“  


🔴 და საზოგადოებისა და მოქალაქეობის პედაგოგი:  ზეინმეაბ კაკალაშვილი



воскресенье, 16 февраля 2025 г.

ინტერნეტ უსაფრთხოება

 2025 წლის უსაფრთხო ინტერნეტის დღის თემაა „ ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის “. ეს თემა ხაზს უსვამს კოლექტიური მოქმედების მნიშვნელობას ყველასთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და გაძლიერებული ინტერნეტის შესაქმნელად. 21-ე წელია უსაფრთხო ინტერნეტის დღე, რომელიც აღინიშნება 150-ზე მეტ ქვეყანაში, ხელს უწყობს ონლაინ ტექნოლოგიების უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენებას ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ მთელ მსოფლიოში. 2025 წელს 11 თებერვალს აღინიშნა უსაფრთხო ინტერნეტის დღე. უსაფრთხო ინტერნეტის დღე დაარსდა 2004 წელს.ინტერნეტი არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც აკავშირებს სამყაროს და გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობებს სწავლის, სოციალური ურთიერთობისა და ბიზნესისთვის. თუმცა, ის ასევე შეიცავს რისკებს, როგორიცაა კიბერბულინგი, ფიშინგი, მონაცემთა გარღვევა და შეუსაბამო კონტენტთან კონტაქტი. უსაფრთხო ინტერნეტის დღის მთავარი მიზანია ცნობიერების ამაღლება და საუბრის დაწყება ონლაინ უსაფრთხოების შესახებ, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც შესაძლოა სრულად არ იყვნენ აღჭურვილი იმით, თუ როგორ დაიცვან უსაფრთხოება ინტერნეტით სარგებლობისას. კლუბის წევრები აქტიურად შეუერთდნენ უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორის დღეს და განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებში განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები.

ყოველწლიურად ვიკვლევთ და ვარკვევთ ინტერნეტის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს. პრეზენტაციების წარდგენა, ფილმის ჩვენება/განხილვა -"Disconnect" (2012) - ეს მხატვრული ფილმი რამდენიმე ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაც ინტერნეტის გამო იცვლება. ფილმი გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეალური ურთიერთობები და რამდენად საშიში შეიძლება იყოს ონლაინ სამყარო.- ფილმის ჩვენების სემდგომ მოვაწყვეთ  დისკუსია ერთ-ერთი აქტივობა იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პოსტერისა და სლოგანის შექმნა როგორც ხელით ნამუშევრები , ასევე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი პოსტერები და სლოგანები წარმოადგინეს.

პროექტის ხანგრძლივობა - ორი კვირა