вторник, 8 апреля 2025 г.

აუტიზმის საერთაშორისო დღე


 თელავის N5 საჯარო სკოლის მე-4 და მე-10 კლასის მოსწავლეებთა მონაწილეობით ავღნიშნეთ აუტიზმის საერთაშორისო დღე. 2025 წელს, აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის თემაა " ნეირომრავალფეროვნების წინსვლა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) " ამ დღის სლოგანია - „პატივისცემა, მიმღებლობა, ჩართულობა“ 2025 წლის 2 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები ლურჯ ფერში ნათდება, რაც „Light It Up Blue“ კამპანიის ნაწილია და საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება. ჩვენის სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ აღნიშნულ კამპანიას მრავალფეროვანი აქტივობებითა და ლურჯი ბურთებით. მე და საზოგადოებისა და მოქალაქეობის პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი

https://youtu.be/KHBM-SOVIBQ

https://www.facebook.com/share/v/15zf49zFHi/

четверг, 3 апреля 2025 г.

პროექტი „ჩემი ქალაქის ღირშესანიშნაობები“


თელავის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასში განხორციელდა პროექტი „ჩემი ქალაქის ღირშესანიშნაობები“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა როლური თამაშები, მოაწყვეს კულტურული ტური და ბოლოს თვითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია. პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. მე და საზოგადოებისა და მოქალაქეობის პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი

 https://www.facebook.com/share/p/1EWDvu99Zs/