მე-7 კლასი, რომელსაც ხემძღვანელობს მასწავლებლი ზეინაბ კაკალაშვილი, საბერძნეთის, თურქეთის, რუმინეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ტუნისის სკოლებთან ერთად მონაწილეობს საერთაშორისო პროგრამაში „ჯანსაღი ბავშვები, ნათელი გონება“.
პროგრამა ხელს უწყობს ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ ვარჯიშსა და თვით-მოვლის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ყოველდღიური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ჯანსაღი ჩვევების დამკვიდრებას.
განხორციელებული აქტივობები:
- მასწავლებლების პირველი ონლაინ შეხვედრა,
- მშობლებისთვის კითხვარის შექმნა,
- მასწავლებელთა წინასწარი კითხვარის შევსება,
- ავატარის შექმნა,
- მოსწავლეების მიერ
შექმნილი ლოგო და პოსტერი,
- როლების განაწილება თეატრალური წარმოდგენისთვის,
შემდეგი:
- მიეცით
ხმა საუკეთესო პოსტერს,
- მიეცით
ხმა საუკეთესო ლოგოს,
უფრო ჯანსაღი და აქტიური ყოველდღიური ცხოვრებისკენ მოგზაურობა უკვე დაიწყო!
.png)