თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით ჩატარდა ტრენინგი და დისკუსია გენდერულ საკითხებზე, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი უძღვებოდა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად მოხდა ფილმის ჩვენება- განხილვა. მოსწავლეები ასევე გაეცნენ სხვადასხვა პროფესიის, სამართალდამცავი ქალბატონების ისტორიებს და იმსჯელეს მათ ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. მათ იმსჯელეს თუ როგორ უნდა მოხდეს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება.მათ აღნიშნეს ქალის როლი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.მოსწავლეებმა მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამოსახატავად მოსწავლეებმა მოამზადეს ნახატები, ვიდეორგოლები, პრეზენტაციები, ფლაერები და პოსტერები, ესსები. გამოვლინდა შიდა სასკოლო კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც შემდგომ ეტაპზე მიიღეს მონაწილეობა „16 დღიანი კამპანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ რომლის შედეგები დღეს გამოვლინა. ჟიურის რჩეული გახდა ნათია სმოიანი, დასაჩუქრდა 100 ვაუჩერით.
10 ქალი ,რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო, ავტორი ნათია სმოიანი 10 ქალი რომელმაც შეცვალა სამყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий