понедельник, 30 октября 2023 г.

ლიდერ სკოლათა ჰიბრიდული ფორუმი

 ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი- "დემოკრატიული სკოლა" პირველი დღე 28 ოქტომბერს გაიმართა. მთელი საქართველოს მასშტაბით ფორუმს ონლაინ რეჟიმში 450-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ფორუმი გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დორექტორმა მარინა უშვერიძემ. ასევე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ ჩიქობავამ, განათლებისა და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნინო სტეგანიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების ხელშემწყობი პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე. ლიდერი სკოლები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკის კონკურსის საფუძველზე გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 44 ლიდერი სკოლა გამოვლინდა. 28 ოქტომბერს 11-მა სკოლამ გაუზიარა აუდიტორიას გამოცდილება სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების შესახებ, მათ შორის იყო თელავის N5 საჯარო სკოლა. 11 სკოლის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე. დიდი მადლობა #USAIDისსამოქალაქოგანათლებისპროგრამას #თელავისN5საჯაროსკოლისდირექციას,მოსწავლეებს #პარტნიორორგანიზაციას დიდი მადლობა @USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program პროგრამის დირექტორს ქალბატონ @Marina Ushveridze -ს, @თელავის N5 საჯარო სკოლა თელავის N5 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ @Lia Leshkasheli -ს, სასწავლო ნაწილს @ნა თი, გამორჩეულ ჟიურის წევრებს @Manana Jincharadze -ს, დამსწრე საზოგადოებას, პარტნიორ ორგანიზაციას @მედია ცენტრი კახეთი MCK, @სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი • Civic Education Teachers Forum -ს და ჩემს აქტირ მოსწავლეებს რომელთა წვლილი მნიშვნელოვანის წარმატების მიღწევაში, გასული წლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საუკეთესო ლიდერს საბა წულუკიძე -ს და საუეკთესო მსენელებს რომლებიც აქტიურად იყავით ჩართული არა მხოლოდ მსენელად არამედ საუკეთესოდ თანამშრომლობდით გადაცემის მსვლელობისას. თქვენი საუკეთესო შეფასება, თანამშრომლობა და გამხნევება ძალიან დიდხანს გაგვყვება საგზლად. თქვენ ჩვენ დიდი სტიმული და საუკეთესო საქმიანობაზე ზრუნვის სურვილი კიდევ უფრო გაგვიძლიერეთ. მეამაყებით, მიყვარხართ და ერთად ბევრი კარგი საქმის განხორციელებას შევძლებთ.












https://www.facebook.com/photo/?fbid=754654109804177&set=pcb.754655333137388

суббота, 21 октября 2023 г.

საერთაშორისო პროექტი - ტრანზიციაში დაკარგულები.

    2023 წლის 18 ოქტომბერს, სსიპ ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, გაეცნენ ტერმინის ტრანზიცია მნიშვნელობას. გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: მეწარმეობის განვითარება, პროფესიის შეცვლა. მოსწავლეებმა ძეგლის ფოტოს გაცნობის შემდგომ დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და მიგნებები. შემდგომ გაეცნენ ძეგლის ისტორიას, ისაუბრეს სამეწარმეო საქმიანობაზე, როგორც ეკონომიკის მამოძრავებელ ძალაზე. მოსწავლეები გაითამაშეს სიტუაციები, გაერკვნენ საკუთარ პოზიციებში  და  დააფიქსირეს მნიშვნელოვანი მოსაზრებები. სავარჯიშოს შეჯამებისას იმსჯელეს რამდენად რთული იყო თუ არა პოზიციის არჩევანი, თანაკლასელებს მისცეს რჩევები, ასევე ისაუბრეს მომავალი პროფესიის გეგმებზე. მნიშვნელოვანი იყო მათი მოსაზრებები პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებებზე ოჯახის წევრების გავლენაზე და მოიყვანეს არგუმენტები გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება.  შეხვედრას  მე-11 კლასის 22 მოსწავლე და  მე-9 კლასის  8 მოსწავლე დაესწრო.
















სიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლაში  მე-7 კლასის მოსწავლეებთან 25.10.23 შედგა მორიგი შეხვედრა.

თემა - საქართველო ტრანზიციის პერიოდში. შეხვედერა ტარნზიციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით დავიწყეთ, შემდგომ მოსწავლეებს წარვუდგინე ტექსტი: „საქართველო ტრანზიციის პერიოდში 1988-1993 წლებში“, რასაც მოყვა ეპოქის მიმოხილვა და განხილვა-დისკუსია, გამოვიყენეთ მარკირების მეთოდი, მონიშნეს მათთვის უცნობი ტერმინები და ფაქტები და გამოხატეს საკუთარი პირადი დამოკიდებულებები.აქცენტი გააკეთეს  როგორც „ბნელი 90-იანელების“  უარყოფით ასევე მცირე პოზიტიურ ცვლილებებზე. შეხვედრა დასასრულეთ აქტივობის შეჯამებით.მოსწავლეებმა ისაუბრეს " გარდაქმნის შემდგომ ძირეულ ძვრებზე: გამეფებულ კორუფციაზე, ჩრდილოვან ეკონომიკაზე, ეთნიკურ პრობლემებზე, გულგრილობაზე ( შშმ პირების საჭიროებებთან), საპროტესტო გამოსვლებზე, სოხუმის დაცემაზე, 1990 წლის არჩევნებზე, 1991 რეფერენდუმსა და შემდგომ პერიოდზე, საკვებსა და გასართობზე. პარალელები გაავლეს არსებულ რეალობასთან. თვილთმხილველთა ვიდეო ჩანაწერების მოსმენა- განხილვა;

შეხვედრას 14 მოსწავლე დაესწრო.










 მე-9   საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩატარდა თვითმხილველის ვიდეო   ჩანაწერის ჩვენებით,ჩვენების მიმდინარეობის დროს მონაწილეებს უნდა შეევსოთ წინასწარ   დარიგებული სქემა, სადაც წერილობით დააფიქსირებდნენ თვითმხილველის ემოციებს, გამორჩეულ   მომენტებს მონათხრობიდან, დაასახელებდნენ დაფიქსირებულ ისტორიულ ფაქტებს, რომლის   შემდეგ წარიმართა საინტერესო დისკუსია,სადაც  საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელი დაშინების,   დაშანტაჟების მეთოდებზე გაამახვილეს ყურადღება, ამ შემთხვევაში ინტერვიუერი იყო რელიგიური   პირი, ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, მონაწილეებმა   კარგად გაიაზრეს თუ რა გზას მიმართავდნენ საბჭოთა სისტემის წარმომადგენლები კონკრეტული   ადამიანების მისამართით. 




სადაგი - ერთობლივი დალაგების კამპანია







 მასწავლებლის ეროვნული ჯილდო! 

20 ოქტომბერს, ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმმართველობის და სამოქალაქო კლუბის წევრები შეუერთდნენ სადაგი - ერთობლივი დალაგების კამპანიას - #სადაგი #სადაგიერთობლივიდალაგებისთვის მოსწავლეები ხალისით და აქტიურად ჩაერთვნენ კამპანიაში. ახალი თაობა საბედნიეროდ სხვა უნარებით და ცნობიერებით იზრდება. კამპანიაში 40 მოსწავლე, 5 მშობელი და ტექპერსონალი ჩაერთო. მადლობა სადაგს გვერდში დგომისთვის. ფასილიტაცია მოქალაქეობის პედაგოგმა ზეინაბ კაკალაშვილმა გაუწია.

იცხოვრე სუფთა გარემოში! 

ნაგავი ქუჩაში კი არა ურნაში უნდა ჩაყარო!!!

 #სადაგი #თელავისN5საჯაროსკოლა

вторник, 17 октября 2023 г.

სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023 (საერთაშორისო პროექტი)

პროექტი „სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023“ სამოქალაქო განათლების ქსელთან (EENCE) პარტნიორობითა და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოს (BpB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 „სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023” საქართველოში კახეთის რეგიონში დასრულდა. კახეთში ქარავნის მასპინძელი თელავის N5 საჯარო სკოლა იყო, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან დემოკრატიის პრინციპების შესახებ გაიმართა უკრაინელი კოლეგის, ნაზარი ბოიარსკის ფასილიტაციით. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიმუშავეს მათი აზრით საჭირო კანონები და სასიხარულოა, რომ ყურადღება გაამახვილეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ჯანდაცვის სისტემის განვითარება, ძალადობის პრევენცია, ფინანსური დახმარების გაზრდის შესაძლებლობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, საგანმანათლებლო სისტემის განვითარება, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი ანაზღაურება, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტურად აღკვეთა, ეკოსისტემის დაცვა და ა.შ. 

დიდ მადლობას ვუხდი მონაწილე მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისა და წარმატების სერტიფიკატების მოპოვებისთვის. შეხვედრის მსვლელობისას თარჯიმნობას ამავე სკოლის ინგლისურის პედაგოგი ია კოკოშაშვილი ანხორციელებდა. მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი.






მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2023

 2023 წლის 10ოქტომბერს სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. 

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის სკოლის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი სუბიექტი. ის წარმოადგენს სკოლის მოსწავლეთა ხმას სკოლის მმართველობით რგოლში. მოსწავლეთა თვითმმართველობა მის თითოეულ წევრს საშუალებას აძლევს, კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებით, პრაქტიკულად შეიძინოს ცოდნა, აღიჭურვოს უნარებით და ჩამოუყალიბდეს დამოკიდებულებები, რომელიც მას დემოკრატიული საზოგადოების აქტიურ მოქალაქედ აქცევს.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

არჩევნების ჩატარებამდე შეიქმნა საარჩევნო კომისიები, არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა. არჩევნებამდე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ და გამართეს საარჩევნო კამპანია. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა საარჩევნო პრინციპების დაცვით 12 ოქტომბერს არჩეულ იქნა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების მიერ მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეები საბაზო და საშუალო საფეხურზე და გადაინაწილეს ფუნქციები. საარჩევნო პროცედურები თანასწორობის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ჩატარდა.


არჩევნები მიმდინარეობდა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის- ზეინაბ კაკალაშვილის ხემძღვანელობით.


 USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

მოსწავლეთა თვითმმართველობის გადაწყვეტილება

 მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით თელავის N5 საჯარო სკოლი სამეურვეო საბჭოსთან და დირექციასთან თანამშრომლობით პროექტის ფარგლებში "ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია" მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სკოლაში კვების ობიექტის განთავსების თაობაზე.რომელიც განხორციელდა.

USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებე ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს  (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.