вторник, 17 октября 2023 г.

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2023

 2023 წლის 10ოქტომბერს სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. 

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის სკოლის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი სუბიექტი. ის წარმოადგენს სკოლის მოსწავლეთა ხმას სკოლის მმართველობით რგოლში. მოსწავლეთა თვითმმართველობა მის თითოეულ წევრს საშუალებას აძლევს, კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებით, პრაქტიკულად შეიძინოს ცოდნა, აღიჭურვოს უნარებით და ჩამოუყალიბდეს დამოკიდებულებები, რომელიც მას დემოკრატიული საზოგადოების აქტიურ მოქალაქედ აქცევს.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

არჩევნების ჩატარებამდე შეიქმნა საარჩევნო კომისიები, არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა. არჩევნებამდე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ და გამართეს საარჩევნო კამპანია. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა საარჩევნო პრინციპების დაცვით 12 ოქტომბერს არჩეულ იქნა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების მიერ მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეები საბაზო და საშუალო საფეხურზე და გადაინაწილეს ფუნქციები. საარჩევნო პროცედურები თანასწორობის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ჩატარდა.


არჩევნები მიმდინარეობდა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის- ზეინაბ კაკალაშვილის ხემძღვანელობით.


 USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

Комментариев нет:

Отправить комментарий