пятница, 27 декабря 2024 г.

 Სსიპ ქ. თელავის მე-5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების ჩართულობა eTwinning-ის პროექტში "My Assistant at School is Artificial Intelligence''  შესანიშნავი ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გაიღრმავონ ცოდნა ხელოვნური ინტელექტის შესახებ და დაამყარონ კულტურული კავშირები სხვა ქვეყნების თანატოლებთან.

მოსწავლეებმა უკვე განახორციელეს რამდენიმე საინტერესო აქტივობა, რომელთა შედეგები მათ გაუზიარეს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს. ახლა კი მათ პროექტში მონაწილე მოქალაქეობის მასწავლებელ ზეინაბ კაკალაშვილთან ერთად, თურქეთში მცხოვრებ  მასწავლებელს Belma Bayındır - Sapanca Primary School,Türkiye  და Nazi Kobakhidze-LEPL Tbilisi public school N117, Georgia  თანატოლებს და მათ მასწავლებელს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული გაცვლისა და მეგობრობის გაღრმავებისთვის.

ეს პროექტი ხელს უწყობს როგორც ცოდნის გაღრმავებას, ასევე გლობალური პასუხისმგებლობისა და მრავალფეროვნების გაგებას. ასეთი ინიციატივები დიდ როლს ასრულებს მოზარდების განვითარებაში.

პროექტის დამფუძნებელი: ზეინაბ კაკალაშვილი





Комментариев нет:

Отправить комментарий