четверг, 27 марта 2025 г.

შრომითი უფლებები და მოვალეობები

 


2025 წლის 18-19 მარტს ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასში ჩატარდა სამოქალაქო განათლების გაკვეთილი შრომითი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში შრომითი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. გაკვეთილი ჩატარდა პროგრამა EU4Youth პროგრამის ფარგლებში. მადლობა პროგრამის ორგანიზატორებს და Eco Centre- ს შესაძლებლობისთვის. მე და საზოგადეობის და მოქალაქეობის მასწავლებელი - ზეინაბ კაკალაშვილი

среда, 5 марта 2025 г.

მასწავლებლის გლობალური ჯილდო - ახალგაზრდა მკვლევარები ინდოეთში: კულტურა, განათლება, გლობალური ხედვა



თელავის ისტორიული მუზეუმის
საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა თემაზე - მასწავლებლის გლობალური ჯილდო - ახალგაზრდა მკვლევარები ინდოეთში: კულტურა, განათლება,
გლობალური ხედვა. ხელმძღვანელი - მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი - ზეინაბ კაკალაშვილი.
მიზანი - პრაქტიკის გაზიარება; ინდოეთის განათლების სისტემისა და კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა , კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრება სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო მოდელების შედარება.

პრეზენტატორები- თელავის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგები - ზეინაბ კაკალაშვილი, ია კოკოშაშვილი, თელავის მეხუთე საჯარო სკოლის მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები. მოწვეული სტუმრები - თელავის მეექვსე და მეცხრე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები.

შეხვედრა მრვალფეროვანი აქტივობებისთ იყო დატვირთული. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დიკუსია.




https://www.facebook.com/share/p/19zDacBUM8/ 

вторник, 4 марта 2025 г.

ქვიზების კონკურსი -გამარჯვებული



გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ! 🏆

ქვიზების შევსების კონკურსმა საოცარი შედეგი აჩვენა – ჯამში 1200-მდე პასუხი მივიღეთ! 💡

✨ გვსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა მასწავლებელს, ვინც აქტიურად ჩაერთო საკუთარ მოსწავლეებთან ერთად 💚 20+ მოსწავლის ჩართვისთვის ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიიღო სერტიფიკატი ელ-ფოსტაზე.

 განსაკუთრებული მადლობა კი ამ 20 მასწავლებელს ეკუთვნის, რომლებმაც ყველაზე მეტი მონაწილე ჩართეს კონკურსით განსაზღვრულ ვადაში. სწორედ ისინი დაესწრებიან ონლაინ ტრენინგს 

🔗 შეხვედრის ბმულსა და დეტალებს გამარჯვებულები ელფოსტით მიიღებენ. 

💡გაითვალისწინეთ: ეს აქტივობა ორგანიზებული იყო EU4Youth პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩვენ უბრალოდ კარგი ამბების გაზიარების შესაძლებლობა არ გამოვტოვეთ. 😂💚 

გილოცავთ გამარჯვებულებს და მადლობა ყველას ამხელა ენთუზიაზმისთვის! 💚


https://www.facebook.com/share/p/15zRSCUntR/