среда, 5 марта 2025 г.

მასწავლებლის გლობალური ჯილდო - ახალგაზრდა მკვლევარები ინდოეთში: კულტურა, განათლება, გლობალური ხედვა



თელავის ისტორიული მუზეუმის
საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა თემაზე - მასწავლებლის გლობალური ჯილდო - ახალგაზრდა მკვლევარები ინდოეთში: კულტურა, განათლება,
გლობალური ხედვა. ხელმძღვანელი - მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი - ზეინაბ კაკალაშვილი.
მიზანი - პრაქტიკის გაზიარება; ინდოეთის განათლების სისტემისა და კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა , კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრება სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო მოდელების შედარება.

პრეზენტატორები- თელავის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგები - ზეინაბ კაკალაშვილი, ია კოკოშაშვილი, თელავის მეხუთე საჯარო სკოლის მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები. მოწვეული სტუმრები - თელავის მეექვსე და მეცხრე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები.

შეხვედრა მრვალფეროვანი აქტივობებისთ იყო დატვირთული. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დიკუსია.




https://www.facebook.com/share/p/19zDacBUM8/ 

Комментариев нет:

Отправить комментарий