eTwinning პროექტში "ჯანმრთელი ბავშვები, ნათელი გონება" , რომელშიც მონაწილეობს 24 მასწავლებელი სხვადასხვა ქვეყნიდან(Türkiye(10), Greece(7), Romania(3), Georgia(2), North Macedonia(1), Tunisia(1) ) აქტიურად ჩევრთვეთ თელავის N5 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები. პროექტის მიზანებია : ჩვენ ჩვენს მოსწავლეებს მივაწვდით ინფორმაციას, რომელიც მათ სჭირდებათ იდეალური წონისა და კვების შესანარჩუნებლად, საჭირო რაოდენობით, ამავდროულად, დავაკმაყოფილებთ მათ ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს. ჩვენ გავაღვივებთ მათ ცნობისმოყვარეობას ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობის შესახებ, დავეხმარებით მათ კითხვების დასმასა და კვლევაში, თუ რა უნდა გააკეთონ და ვაჩვენებთ, თუ როგორ გამოიყენონ ჯანმრთელობის გზა სახალისო აქტივობების საშუალებით. ჩვენი მთავარი მიზნებია ჩვენი პროექტების მეშვეობით ჯანმრთელობის შენარჩუნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განვითარება, თვითმოვლის უნარების განვითარებაში წვლილის შეტანა და ისეთი კულტურის შექმნა, რომელიც აფასებს ჯანმრთელობას.
პროექტის მრავალრიცხოვან აქტივობებს შორის გამოირჩევა აქტივობა - სტუმრობა პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“, პროგრამა „საკონდიტრო ნაწარმი“ და „კულინარიის ხელოვნება“
კოლეჯში სტუდენტების ვიზიტის დროს, ქალბატონმა ლეილა თარხნიშვილმა წაიკითხა ლექცია ჯანსაღ კვებაზე და წინასწარ მომზადებული პროდუქტებით მოამზადა ჯანსაღი პროდუქტები, რომლითაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. „კულინარიის ხელოვნება“ - ხელმძღვანელმა თამარ ხატიაშვილმა ისაუბრა ჯანსაღ კვებასა და მის მნიშვნელობაზე. დიდი მადლობა პროფესიული კოლეჯ „პრესტიჟის“ ხელმძღვანელობას, პროგრამის ხელმძღვანელებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ნატო დაღუნდარიძეს საუკეთესო შესაძლებლობისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий