вторник, 7 июня 2022 г.

ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

2022 წლის 1 მაისს თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებისთვის პოექტის -„ბავშვთა დაცვისა და რეაგირების საკითხების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის“ ფარგლებშიც ჩატარდა თემაზე: ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები.

მიზანი: მონაწილეები გაეცნობიან და მიიღებენ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ბავშვთა დაცვის კუთხით არსებობს.

შეხვედრა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების თემაზე. თემის დასრულების შემდგომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ფლაერები და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებასა და თემში.

პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, ორგანიზაციების „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და „კახეთის განვითარების ცენტრი“ პარტნიორობით პროექტის „სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში“ ფარგლებში.

ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე:

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6052224944793934

Комментариев нет:

Отправить комментарий