понедельник, 30 мая 2022 г.

SOS ბავშვთა სოფელი

 ჩვენი სკოლა ჩაერთო კიდევ ერთ ახალ პოექტში -„ბავშვთა დაცვისა და რეაგირების საკითხების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის“,რომლის ფარგლებშიც

2022 წლის 19 მაისს ჩატარდა თემაზე: ბავშვთა დაცვის რისკები სამუშაო ადგილზე მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის.

მიზანი - მონაწილეები გაეცნენ ბავშვთა შრომის არსს და იმ ძირითად რისკებს, რაც შრომაში ჩართულ ბავშვებს აქვთ.

მე-4 კლასის მოსწვალებისთვის თემაზე: ძალადობის ფორმები

მიზანი: გაზარდოს მონაწილეთა ცოდნა ძალადობის ფორმებისა და გამომწვევი

მიზეზების შესახებ.

შეხვედრები მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.


პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური

სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის

„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, ორგანიზაციების „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და „კახეთის

განვითარების ცენტრი“ პარტნიორობით პროექტის „სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების

საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო

საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში“ ფარგლებში.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6044994055517023

Комментариев нет:

Отправить комментарий