четверг, 27 октября 2022 г.

ვეცნობით პროფესიებს

 

თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეები ეწვივნენ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრს, სადაც კარიერის განვითარების კონსულტანტებს- მარი არჯევანიძესა და მარიამ გლახოშვილს შეხვდნენ. მათ ესაუბრის მათი პროფესისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და ორგანიზაციაში არსებულ სერვისებზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხს რეჟიმში, რასაც საინტერესო დისკუსია მოყვა. შეხვედრა განხორციელდა პროექტი "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)-ის მიერ, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union"-თან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია-საგა-თან ერთად. პროექტს აფინანსებს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. 

შეხდერის ორგანიზება უზრუნველყო სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ზეინაბ კაკალაშვილმა.

მედიაწიგნიერების კვირეული


 გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ტარდება. კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებთან და მე და საზოგადოების საგაკვეთილო პროცესში დავგეგმეთ და განვახორციელე სხვადასხვა აქტივობები : გაკვეთილი, ფილმების ჩვენება- განხილვა , ტესტირება, თამაშები- "გაზომე შენი ცხვირი", ვიქტორინა და პოსტერების კონკურსი.

 მიზანი - სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, რთულია ინფორმაციის მომხმარებელი მედიაწიგნიერების გარეშე გაუმკლავდეს ყალბი ინფორმაციით გამოწვეულ მავნე ზეგავლენას.მოსწავლეები გაეცნენ და ისაუბრეს ყალბი ინფორმაციის მეთოდებზე , მისი ამოცნობის შესაძლებლობებზე.ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა კი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა.

მედიაწიგნიერების კვირეული






ბავშვთა დაცვის რისკები სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში

 ბავშვთა დაცვის რისკები სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში

2022 წლის 24 ოქტორმბერს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრში, “SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ზეინაბ კაკალაშვილის მიერ ჩატარდა ტრენინგი-„ბავშვთა დაცვის საკითხებისა და მათზე რეაგირების გზების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის“ თემაზე:ბავშვთა დაცვის რისკები სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

მიზანი: გაზარდოს მონაწილეთა ცოდნა იმ სივრცეების/გარემოს შესახებ, სადაც შესაძლოა,დადგეს ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები. 

შეხვედრა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების თემაზე, ხილულ და უხილავ ძალადობაზე, გაეცნენ და განიხილეს დებულებები, შექმნეს ნახატები-  იმ სივრცეების/გარემოს შესახებ, სადაც შესაძლოა,დადგეს ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები.პრეზენტაციის წარდგენის შემდგომ  გაიმართა დისკუსია და თემის შეჯამება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები. ტრენინგის დასაწყისში სტუმრებს შეხვდა და ესაუბრა კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის დირექტორი.

პროექტი: მშვიდობა დედამიწაზე- გვინდა კი მშვიდობა?

პროექტი: მშვიდობა დედამიწაზე- გვინდა კი მშვიდობა?

20.09 დან 4.10 მდე

 


21 სექტემბერს მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის მთავარი გზავნილია„ მშვიდობა, ახალგაზრდობა და განვითარება’’, დევიზი კი – „მშვიდობა უდრის მომავალს!“. მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაწესდა. 2022 წლის 20 სექტემდრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით კლუბის წევრ მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი: მშვიდობა დედამიწაზე- გვინდა კი მშვიდობა? 

პროექტის მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ :

დედამიწაზე მშვიდობის მნიშვნელობის გაცნობიერებას

იმსჯელებენ ჩვენს ირგვლივ მშვიდობის დასამყარებლად რისი გაკეთება შეუძლია თვითვიეულ ადამიანს

გაიაზრებენ ომის შედეგებს, ადამიანის უთანხმოების შედეგებს

შეძლებენ ინფორმაციის მოკვლევას დედამიწაზე მშვიდობის ელჩებზე 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს სიმბოლოები და გამონათქვამები მშვიდობაზე, ასევე მწერლებზე და მშვიდობის ელჩების შესახებ. წარმოადგინეს მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე პრეზენტაცია და გამართეს დისკუსია. მოამზადეს პოსტერები და ბუკლეტები რომელიც გავრცელეს სასკოლო საზოგადოებასა და თემში. პროექტის დასასრულს მოაწყვეს მშვიდობის დღე სკოლაში. პროექტის შეჯამება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით: „მშვიდობის ერთი დღე მსოფლიოში“ დაეთმო, ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ციტატები ,საინფორმაციო ბუკლეტები რომელიც სასკოლო საზოგადოებასა და თემში გაავრცელეს. დიდი მადლობა ბავშვებს საინტერესოდ წარმედგენილი და განხორვიელებული პროექტისთვის. პროექტს ხელმძღვანელობდა მოქალაქეობის პედაგოგი- ზეინაბ კაკალაშვილი