ბავშვთა დაცვის რისკები სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში
2022 წლის 24 ოქტორმბერს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრში, “SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ზეინაბ კაკალაშვილის მიერ ჩატარდა ტრენინგი-„ბავშვთა დაცვის საკითხებისა და მათზე რეაგირების გზების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის“ თემაზე:ბავშვთა დაცვის რისკები სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მიზანი: გაზარდოს მონაწილეთა ცოდნა იმ სივრცეების/გარემოს შესახებ, სადაც შესაძლოა,დადგეს ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები.
შეხვედრა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების თემაზე, ხილულ და უხილავ ძალადობაზე, გაეცნენ და განიხილეს დებულებები, შექმნეს ნახატები- იმ სივრცეების/გარემოს შესახებ, სადაც შესაძლოა,დადგეს ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები.პრეზენტაციის წარდგენის შემდგომ გაიმართა დისკუსია და თემის შეჯამება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები. ტრენინგის დასაწყისში სტუმრებს შეხვდა და ესაუბრა კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის დირექტორი.
Комментариев нет:
Отправить комментарий