გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ტარდება. კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებთან და მე და საზოგადოების საგაკვეთილო პროცესში დავგეგმეთ და განვახორციელე სხვადასხვა აქტივობები : გაკვეთილი, ფილმების ჩვენება- განხილვა , ტესტირება, თამაშები- "გაზომე შენი ცხვირი", ვიქტორინა და პოსტერების კონკურსი.
მიზანი - სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, რთულია ინფორმაციის მომხმარებელი მედიაწიგნიერების გარეშე გაუმკლავდეს ყალბი ინფორმაციით გამოწვეულ მავნე ზეგავლენას.მოსწავლეები გაეცნენ და ისაუბრეს ყალბი ინფორმაციის მეთოდებზე , მისი ამოცნობის შესაძლებლობებზე.ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა კი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა.
Комментариев нет:
Отправить комментарий