воскресенье, 3 декабря 2023 г.

კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადა

 2023 წლის 25 ნოემბერს მოსწავლეებისთვის კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გვანცა კენჭოშვილმა, ვულოცავთ მას 66 ქულის მიღებას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებას.

 ფინანსური ოლიმპიადა - საქართველოს ბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭერია. პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ფინანსური განათლების პროექტის განმახორციელებელია კინგსი საქართველო, პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტის საფუძველზე.



суббота, 2 декабря 2023 г.

etwining პროექტის სახელწოდებაა,,კეთილდღეობა განათლებაში"

  etwinjngi პროექტის  სახელწოდებაა,,კეთილდღეობა განათლებაში" ,რომელსაც ხელმძღვანელობს  საოცრად მოტივირებული  კოლეგა რიმა კუპრეიშვილი. მადლობაა მას   ასეთი  ჩართულობისთვის.  არა ერთი     საინტერესო პროექტის   დამფუძნებელია,ძლიერი მხარდამჭერია , ძალიან საინტერესოა მასთან თანამშრომლობა.


 პროექტის მიზანია:

• ზრუნვა მოსწავლეთა კეთილდღეობაზე სკოლაში, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე, სოციალური და ემოციური აზროვნების პოზიტიურ ცვლილებებზე. 

• ცნობიერების ამაღლება და  მოსწავლის როლის მნიშვნელობა  დემოკრატიული სკოლის ხელშეწყობისთვის;

• გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და გააზრება;

• 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება (მაგ. თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო საუბარი, ციფრული უნარები);

пятница, 1 декабря 2023 г.

პროექტი- "აღმოაჩინე ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლოებები"

 მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ხორციელდება პროექტი " აღმოაჩინე ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლოებები".

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა, არა

მარტო თვითონ თქვან უარი სიგარეტზე და ალკოჰოლზე, არამედ განახორციელონ

თანატოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა

და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე. მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა

მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია სადაგთა თანამშრომლობით განვახორციელეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორისს დასუფთავება. მოქალაქეობის მასწავლებელმა ჩაატარა მინი ლექცია თამბაქოს, ალკოჰოლის დ ასწორი კვების შესახებ. სასკოლო საზოგადოებაში განვახორციელეთ კვლევა დამოვახდინეთ კვლევის ანალიზის პრეზენტაცია _ როგორ იკვებებიან. კვლევის ანალიზი წარვუდგინეთ სკოლის ადმინისტრაციას. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები "არა გენმოდიფიცირებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ და მავნე პროდუქტებს"; ასევე თამბაქოს და ალკოჰოლისშესახებ. მოწვეულმა ექიმმა ესაუბრა მოსწავლეებს ორგანიზმისთვის საშიშ და მავნე ნივთიერებესა და საკვებზე, დღის რეჟიმის უპირატესობაზე, სწორ ძილსა და სპორტის უპირატესობაზე. ხელოვნების მასწავლებელმა წარუდგინათ პრეზენტაცია ხელოვნების უპირატესობაზე, ხოლო სპორტის მასწავლებლის ჩართულობით განხორციელდა სპორტის სხვადსხვა სახეობაში შეჯიბრი, მხიარული სტარტები. ბიოლოგიის მასწავლებელმა ესაუბრა თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნებლობაზე.