etwinjngi პროექტის სახელწოდებაა,,კეთილდღეობა განათლებაში" ,რომელსაც ხელმძღვანელობს საოცრად მოტივირებული კოლეგა რიმა კუპრეიშვილი. მადლობაა მას ასეთი ჩართულობისთვის. არა ერთი საინტერესო პროექტის დამფუძნებელია,ძლიერი მხარდამჭერია , ძალიან საინტერესოა მასთან თანამშრომლობა.
პროექტის მიზანია:
• ზრუნვა მოსწავლეთა კეთილდღეობაზე სკოლაში, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე, სოციალური და ემოციური აზროვნების პოზიტიურ ცვლილებებზე.
• ცნობიერების ამაღლება და მოსწავლის როლის მნიშვნელობა დემოკრატიული სკოლის ხელშეწყობისთვის;
• გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და გააზრება;
• 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება (მაგ. თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო საუბარი, ციფრული უნარები);
Комментариев нет:
Отправить комментарий