მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ხორციელდება პროექტი " აღმოაჩინე ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლოებები".
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა,
არა
მარტო თვითონ თქვან უარი სიგარეტზე და ალკოჰოლზე, არამედ
განახორციელონ
თანატოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია,
მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა
და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე. მოსწავლეებმა
გაიაზრონ თუ რა
მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია სადაგთა თანამშრომლობით განვახორციელეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორისს დასუფთავება. მოქალაქეობის მასწავლებელმა ჩაატარა მინი ლექცია თამბაქოს, ალკოჰოლის დ ასწორი კვების შესახებ. სასკოლო საზოგადოებაში განვახორციელეთ კვლევა დამოვახდინეთ კვლევის ანალიზის პრეზენტაცია _ როგორ იკვებებიან. კვლევის ანალიზი წარვუდგინეთ სკოლის ადმინისტრაციას. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები "არა გენმოდიფიცირებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ და მავნე პროდუქტებს"; ასევე თამბაქოს და ალკოჰოლისშესახებ. მოწვეულმა ექიმმა ესაუბრა მოსწავლეებს ორგანიზმისთვის საშიშ და მავნე ნივთიერებესა და საკვებზე, დღის რეჟიმის უპირატესობაზე, სწორ ძილსა და სპორტის უპირატესობაზე. ხელოვნების მასწავლებელმა წარუდგინათ პრეზენტაცია ხელოვნების უპირატესობაზე, ხოლო სპორტის მასწავლებლის ჩართულობით განხორციელდა სპორტის სხვადსხვა სახეობაში შეჯიბრი, მხიარული სტარტები. ბიოლოგიის მასწავლებელმა ესაუბრა თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნებლობაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий