суббота, 21 октября 2023 г.

სადაგი - ერთობლივი დალაგების კამპანია







 მასწავლებლის ეროვნული ჯილდო! 

20 ოქტომბერს, ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმმართველობის და სამოქალაქო კლუბის წევრები შეუერთდნენ სადაგი - ერთობლივი დალაგების კამპანიას - #სადაგი #სადაგიერთობლივიდალაგებისთვის მოსწავლეები ხალისით და აქტიურად ჩაერთვნენ კამპანიაში. ახალი თაობა საბედნიეროდ სხვა უნარებით და ცნობიერებით იზრდება. კამპანიაში 40 მოსწავლე, 5 მშობელი და ტექპერსონალი ჩაერთო. მადლობა სადაგს გვერდში დგომისთვის. ფასილიტაცია მოქალაქეობის პედაგოგმა ზეინაბ კაკალაშვილმა გაუწია.

იცხოვრე სუფთა გარემოში! 

ნაგავი ქუჩაში კი არა ურნაში უნდა ჩაყარო!!!

 #სადაგი #თელავისN5საჯაროსკოლა

вторник, 17 октября 2023 г.

სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023 (საერთაშორისო პროექტი)

პროექტი „სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023“ სამოქალაქო განათლების ქსელთან (EENCE) პარტნიორობითა და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოს (BpB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 „სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023” საქართველოში კახეთის რეგიონში დასრულდა. კახეთში ქარავნის მასპინძელი თელავის N5 საჯარო სკოლა იყო, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან დემოკრატიის პრინციპების შესახებ გაიმართა უკრაინელი კოლეგის, ნაზარი ბოიარსკის ფასილიტაციით. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიმუშავეს მათი აზრით საჭირო კანონები და სასიხარულოა, რომ ყურადღება გაამახვილეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ჯანდაცვის სისტემის განვითარება, ძალადობის პრევენცია, ფინანსური დახმარების გაზრდის შესაძლებლობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, საგანმანათლებლო სისტემის განვითარება, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი ანაზღაურება, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტურად აღკვეთა, ეკოსისტემის დაცვა და ა.შ. 

დიდ მადლობას ვუხდი მონაწილე მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისა და წარმატების სერტიფიკატების მოპოვებისთვის. შეხვედრის მსვლელობისას თარჯიმნობას ამავე სკოლის ინგლისურის პედაგოგი ია კოკოშაშვილი ანხორციელებდა. მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი.






მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2023

 2023 წლის 10ოქტომბერს სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. 

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის სკოლის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი სუბიექტი. ის წარმოადგენს სკოლის მოსწავლეთა ხმას სკოლის მმართველობით რგოლში. მოსწავლეთა თვითმმართველობა მის თითოეულ წევრს საშუალებას აძლევს, კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებით, პრაქტიკულად შეიძინოს ცოდნა, აღიჭურვოს უნარებით და ჩამოუყალიბდეს დამოკიდებულებები, რომელიც მას დემოკრატიული საზოგადოების აქტიურ მოქალაქედ აქცევს.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

არჩევნების ჩატარებამდე შეიქმნა საარჩევნო კომისიები, არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა. არჩევნებამდე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ და გამართეს საარჩევნო კამპანია. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა საარჩევნო პრინციპების დაცვით 12 ოქტომბერს არჩეულ იქნა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების მიერ მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეები საბაზო და საშუალო საფეხურზე და გადაინაწილეს ფუნქციები. საარჩევნო პროცედურები თანასწორობის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ჩატარდა.


არჩევნები მიმდინარეობდა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის- ზეინაბ კაკალაშვილის ხემძღვანელობით.


 USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

მოსწავლეთა თვითმმართველობის გადაწყვეტილება

 მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით თელავის N5 საჯარო სკოლი სამეურვეო საბჭოსთან და დირექციასთან თანამშრომლობით პროექტის ფარგლებში "ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია" მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სკოლაში კვების ობიექტის განთავსების თაობაზე.რომელიც განხორციელდა.

USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებე ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს  (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.






среда, 6 сентября 2023 г.

კლუბის ფარგლებში - გადაწყვეტილებები











თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ახალი სიცოცხლე“  წევრების ინიციატივით მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ფრთხილად ბავშვებია“ ნიშნის და შემაფერხებელი ბარიერის განთავსებასთან დაკავშირებით ადვოკატირების პროცესი აწარმოეს თელავის მერიის სატრანსპორტო სამსახურთან, მათ თემის საჭიროება დაინახა და მოსწავლეთა თხოვნა დააკმაყოფილა.

ფრთხილად ბავშვებია ნიშნები განთავსდა :

კვირიკე დიდის ქუჩაზე

გოგებაშვილი ქუჩაზე

შემაფერხებელი ბარიერი - გოგებაშვილის ქუჩაზე ავტობუსის გაჩერებასთან

დიდი მადლობა მერიის სამსახურს თანამშრომლობისთვის.

     თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბიახალი სიცოცხლე“ წევრი მოსწავლეები მომავალშიც ვგეგმავთ სათემო პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.

მონაწილე მოსწავლეთ სია

  1. ნინო წულუკიძე
  2. ბარბარე ლეფსვერიძე
  3. ანი კოზმანიშვილი
  4. გვანცა კენჭოშვილი
  5. ნიკა აბრამიშვილი
  6. ნიკოლოზ შიუკაშვილი

понедельник, 5 июня 2023 г.

საერთაშორისო პროექტი: "ჩვენი ჯანსაღი ცხოვრება"


  


2022-2023
 სასწავლო წლის  დეკემბრიდან სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლების ქალბატონ ზეინაბ კაკალაშვილის ხელმძღვანელობით მე-7 კლასის მოსწავლეები  შეუერთდნენ საერთაშორისო პროექტს: "ჩვენი ჯანსაღი ცხოვრება" eTwinning-ის პლატფორმის საშუალებით.

პროექტის ავტორი: სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს ინგლისური ენის მასწავლებელი რიმა კუპრეიშვილი და პროექტის თანაავტორი ფუნდა იუგურ ილმაზი

პროექტის მიზნები:
  • ცნობიერების ამაღლება გარემოს კომპონენტების (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) სიცოცხლისთვის დასაცავად.
  • მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მავნე დამოკიდებულების ანალიზი და მათი პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით.
  • 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება (მაგ. თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო გამოსვლა, ციფრული უნარები); გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და გაგება;



  1. ნინო წულუკიძე
  2. ბარბარე ლეფსვერიძე
  3. ანი კოზმანიშვილი
  4. გვანცა კენჭოშვილი
  5. გვანცა ბროევი

вторник, 9 мая 2023 г.

თელავის N5 საჯარო სკოლაში "სამოქალაქო განათლების ტური" მოეწყო

https://youtu.be/A3YyIJoaVPo 




3 მაისს თელავის N5 საჯარო სკოლაში მოეწყო USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში "სამოქალაქო განათლების ტური" -მედია ცენტრ კახეთის ორგანიზებით. ,, მედია ტური'' შეხვედრა გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა ქალბატონმა მარინა უშვერიძემ. შეხვედრას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი. ღონისძიებაზე სამოქალაქო განთლების კლუბის "ახალი სიცოცხლე"-ს და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს სასკოლო სამოქალაქო პროექტების და მოსწავლეთა შექმნილი ვებსაიტის პრეზენტაცია. მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენა . შეხვედრას ესწრებოდნენ, USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და PH international -ის წარმომადგენლები: მარინა უშვერიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ელენე ჩხეიძე, თამუნა ფრუიძე და თიკო ბაქრაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი მარი ჩიქობავა, მასწავლებელთა სახლის დირექტორი ბატონი ბერიკა შუკაკიძე ,მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგებლებს. დიდი მადლობა საუკეთესო მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის.


https://www.facebook.com/media/set/?set=a.803157967928657&type=3


თელავის N5 საჯარო სკოლაში „სამოქალაქო განათლების ტური“ მოეწყო