воскресенье, 24 марта 2024 г.

გამოცდილების გაზიარება-სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა

 USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, 11 მარტს სასტუმრო "Holiday Inn Telavi"ში გაიმართა აკადემიური სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტის პარტნიორი საჯარო სკოლები. შეხვედრაზე განხილული იყო: მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი სასკოლო ცხოვრებაში, როგორც ლიდერმა სკოლამ გამოცდილების გაზიარება მოვახდინეთ წარმოდგენილ სკოლებთან პრეზენტატორი პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილ და მოსწავლე ანდრია ავეტიანი. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა,მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK.





2023-2024 მოსწავლეთა სერტიფიკატები

 მოსწავლეთა მიღწევები 25 ნოემბერს მოსწავლეებისთვის კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გვანცა კენჭოშვილმა, ვულოცავთ მას 66 ქულის მიღებას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებას. ფინანსური ოლიმპიადა - საქართველოს ბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭერია. პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ფინანსური განათლების პროექტის განმახორციელებელია კინგსი საქართველო, პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტის საფუძველზე.





















პროექტი-პიროტექნიკა საშიში გართობაა

 USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეების მონაწილეობით თელავის N5 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი "პიროტექნიკა საშიში გართობაა", პროექტი ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში - პიროტექნიკის არასწორი გამოყენება თუ რა პრობლემების წინაშე გვაყენებს. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია კლუბის ლიდერი მოსწავლეების და მე და საზოგადოების პედაგოგისგან, ანიმაციური ფილმი პიროტექნიკის შესახებ ყურება/ განხილვა, სიუჟეტი "საახალწლო პიროტექნიკა, გამოყენების რისკები - როგორ ავიცილოთ თავიდან მაშხალების ზიანი" ყურების შემდგომ მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია, გაიხსენეს მომხდარი ფაქტები და ინსჯელეს მის საფრთხეებზე, როგორ აზიანებს გარემოს და რამდენად სტრესულად მოქმედებს ცხოველებსა და ფრინველებზე! შექმნეს პოსტერები, ნახატები და სლოგანები და გააკეთეს პრეზენტაცია პიროტექნიკის საფრთხეებთან დაკავშოირებით. მათი თქმით ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათ ცხოვრებაში. მოსწავლეებმა გაავრცელეს ევრო მარტის მიერ გადმოცემული "არა პიროტექნიკას " - სასკოლო საზოგადოებასა და თემში. პედაგოგი: ზეინაბ კაკალაშვილი







სასკოლო დემოკრატიის გაძლიერება

 USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით თელავის N5 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი "სასკოლო დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაცია ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენის შესახებ, განახორციელეს კვლევა სასკოლო საზოგადოებაში, წარუდგინეს კვლევის შედეგები დირექციასა და სამეურვეო საბჭო ,მოახდინეს ტყუილი და სიმართლის გამიჯვნა, კიბერუსაფრთხოებასა და დეზინფორმაციაზე წარადგინეს პრეზენტაციები და გამართეს დისკუსია. "მედია ქალაქი დიდ განსაცდელშია" ნახვა და განხილვა.მედიაწიგნიერების ტესტებზე მუშაობა. მოხდა ცვლილებების განხორციელება სკოლის შინაგანაწესში. პედაგოგი -ზეინაბ კაკალაშვილი 

პოსტერების კონკურსის შედეგები. https://youtu.be/etaSNoMrm8A?si=AwtJT7UykA6DSXdm



ეტაპი N2

დემოკრატიული სკოლის, დემოკრატი მმართველი

USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით განხორციელებული პროექტი. შინაგანაწესში ცვლილებებიის განხილვა.







16 დღიანი კამპანია

 USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით თელავის N5 საჯარო სკოლაში ა 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მოახდინეს ფილმის ნახვა/განხილა, კერძოდ "საოცრება" ისაუბრეს აღმოჩენილ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე. 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და ინტერესით ითამაშეს სამაგიდო თამაში "პერსონა" . სამაგიდო თამში გენდერული ნიშნით დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევას ემსახურება, კერძოდ, ქალების, გოგოების და ახალგაზრდების გაძლიერების და ძალადობის პრევენციის საკითხებზეა. ეს არის ინოვაციური გზა რომელიც ხელს შეუწყობს თანასწორობის შესახებ კრიტიკული დისკუსიის წამოწყებას.მოსწავლეებმ ა მოამზადეს პოსტერები გენდერის თემაზე და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში და სოციალურ ქსელში. მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი





პროექტი: ბანგლადეში-საქართველო

Students who are members of the civic education club of the N5 public school of Telavi city of have completed a fruitful project called "Getting to know each other's culture". Through this project, students have expanded their knowledge and understanding of the cultural heritage of Bangladesh. Project activities: ✓ Students stood up and sang the national anthem of Bangladesh ✓ They drew the national flag of Bangladesh. The teachers helped them. ✓ Teachers showed a video clip about Bangladesh ✓ The teachers gave them a quiz in Bangladesh. ✓ Students made posters and flags about Bangladesh and Georgia. https://www.facebook.com/photo/?fbid=656205060055990&set=pcb.656205420055954

 Certificate of Appreciation 🇬🇪🇵🇱🇧🇩 Let's come together to learn, discuss, and brainstorm innovative solutions for a better and more sustainable future. Let's make a better world together 🌍 You are so beautiful teacher dear Zeinabi Kakalashvili. #gloryfuturefoundation #Bangladesh #Georgia #supportus.





ევროპის გზა