USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეების მონაწილეობით თელავის N5 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი "პიროტექნიკა საშიში გართობაა", პროექტი ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში - პიროტექნიკის არასწორი გამოყენება თუ რა პრობლემების წინაშე გვაყენებს. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია კლუბის ლიდერი მოსწავლეების და მე და საზოგადოების პედაგოგისგან, ანიმაციური ფილმი პიროტექნიკის შესახებ ყურება/ განხილვა, სიუჟეტი "საახალწლო პიროტექნიკა, გამოყენების რისკები - როგორ ავიცილოთ თავიდან მაშხალების ზიანი" ყურების შემდგომ მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია, გაიხსენეს მომხდარი ფაქტები და ინსჯელეს მის საფრთხეებზე, როგორ აზიანებს გარემოს და რამდენად სტრესულად მოქმედებს ცხოველებსა და ფრინველებზე! შექმნეს პოსტერები, ნახატები და სლოგანები და გააკეთეს პრეზენტაცია პიროტექნიკის საფრთხეებთან დაკავშოირებით. მათი თქმით ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათ ცხოვრებაში. მოსწავლეებმა გაავრცელეს ევრო მარტის მიერ გადმოცემული "არა პიროტექნიკას " - სასკოლო საზოგადოებასა და თემში. პედაგოგი: ზეინაბ კაკალაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий