вторник, 8 июля 2025 г.

საერთაშორისო პროექტი - ,,ცოდნის ფერადი პრიზმა’’,„Colorful Prism of Knowledge“

 


პროექტი ,,ცოდნის ფერადი პრიზმა’’,„Colorful Prism of Knowledge“ არის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დაიწყო 09.10.2024 წელს და დასრულდა 05.06.2025 წელს. მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინდივიდუალორობის გამოვლენას. დამფუძნებელია სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ირმა ღანიაშვილი, ხოლო თანაავტორი იორდანელი სპეციალური მასწავლებელი Njoud Alananbeh - King Abdullah the II for Excellence Ajloun. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. პროექტი ეფუძნება იდეას, რომ ყოველი მოსწავლე უნიკალურია - გამოირჩევა საკუთარი ნიჭით, შესაძლებლობებითა და სწავლის სტილით. სხვადასხვა საგანმანათლებლო მეთოდისა და ტექნოლოგიის გამოყენებით, პროექტი უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ და ეფექტურ სასწავლო პროცესს თითოეული მოსწავლისთვის. „Colorful Prism of Knowledge“ ხელს უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობას, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე სამოქალაქო ღირებულებების გაძლიერებას. მონაწილე ქვეყნებია: თურქეთი, რუმინეთი, საქართველო, იორდანია და პორტუგალია, სულ 39 წევრი მასწავლებელი და 271 მოსწავლე. შესრულდა მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობები.

სსიპ ქ.თელავის მეხუთე საჯარო სკოლიდან მონაწილეობდა ზეინაბ კაკალაშვილი მე და საზოგადოების და მოქალაქობის მასწავლებელი .
ზეინაბ კაკალაშვილი: ,,ჩემთვის „ცოდნის ფერადი პრიზმა“ უბრალოდ პროექტი არ იყო — ეს იყო ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო მოგზაურობა, რომელმაც ხელახლა განსაზღვრა ჩემი შეხედულება სწავლაზე, თანამშრომლობაზე და ღირებულებების როლზე განათლებაში. მან შემახსენა, რომ ჭეშმარიტი სწავლა არ შემოიფარგლება მხოლოდ საკლასო ოთახებით; ის ხდება ადამიანებს, კულტურებსა და საერთო გამოცდილებას შორის სივრცეში.
პროქტში მონაწილებდნენ მეათე კლასის მოსწავლეები, კერძოდ: ნინი გრიშიკაშვილი, ანი ფარეშიშვილი, ნუცა ზურაბაშვილი, კესო ზურაბაშვილი.’’

მადლობა ქალბატონ ირმა ღანიაშვილს დიდი ძალისხმევისათვის და პროექტში ჩართვისათვის. ჩვენ მომავალშიც ვითანამშრომლებთ მასთან.
ასევე მადლობა სსიპ ქ.თელავის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ლია ლეშკაშელს და დირექტორის მოადგილეს ქალბატონ ნათია თათულიშვილს პროექტის მხარდაჭერისათვის.
The "Colorful Prism of Knowledge" (ცოდნის ფერადი პრიზმა) was an innovative educational project that ran from October 09. 2024, to June 05. 2025.
The project's primary goal was to reveal students' individuality and create an inclusive educational environment. It was founded by Irma Ganiashvili, a mathematics teacher at the Jinvali Public School in Dusheti Municipality, Georgia, with Njoud Alananbeh, a special education teacher from King Abdullah II for Excellence Ajloun in Jordan, as co-author.
"Colorful Prism of Knowledge" was built on the premise that every student is unique, possessing distinct talents, abilities, and learning styles. By employing diverse educational methods and technologies, the project aimed to provide an accessible and effective learning process for each student.
The initiative fostered student collaboration, the development of creative and critical thinking skills, and the strengthening of civic values.
The project involved 39 teachers and 271 students from the following participating countries:
• Turkey
• Romania
• Georgia
• Jordan
• Portugal
from Lepl Telavi Public School N5 participated - Zeinab Kakalashvili, citizenship teacher
Throughout its duration, the project implemented a variety of engaging activities.
ZEINAB KAKALASHVILI: For me, "The Colorful Prism of Knowledge" wasn't just a project—it was a transformative educational journey that redefined my perspective on learning, collaboration, and the role of values in education. It reminded me that true learning isn't confined to classrooms; it happens in the space between people, cultures, and shared experiences.
Thank you, Ms. Irma, for your great efforts and involvement in the project. I will work with you again.
















четверг, 29 мая 2025 г.

eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი - "შემამჩნიე" / "Notice Me"


 Etwinning-ის პროექტი „შემამჩნიე“, 2024 წლის ნოემბრიდან აგრძელებს საქმიანობას.

36 პარტნიორისგან შემდგარი პროექტი მოიცავს სკოლებს საქართველოდან (23), თურქეთიდან (10), რუმინეთიდან (1), საბერძნეთიდან (1) და პოლონეთიდან (1). 

მიზანი:

ჩვენი მიზანი იყო სხვა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც ჩვენი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. ვიმედოვნებთ, რომ შევისწავლით აპლიკაციებს, რომლებიც ჩვენს სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ადაპტირდნენ გარემოს ცვლილებებთან და დიგიტალიზაციასთან თანატოლებთან ადაპტაციის უნარის გაუმჯობესებით. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, წავახალისოთ ჩვენი სტუდენტების აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დავეხმაროთ მათ ციფრული უნარების განვითარებაში.

ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ სკოლის დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისა და მათი უფლებების შესახებ. ჩვენ მას სხვა ადამიანებს გავუზიარებთ ერთობლივი პროდუქტის მეშვეობით.

პროექტში ჩართულია მე-10 კლასის 4 მოსწავლე.პროექტი, რომლის ფარგლებშიც ლოგოს კონკურში გაიმარჯვა ჩვენი სკოლის მონაწილე მოსწავლე კ.ზ. -ის ლოგომ; პოსტერების   დასრულების კონკურსი და ონლაინ ინტერვიუები მიმდინარეობს, მოიცავს სხვადასხვა კვლევასა და ღონისძიებას, რათა ყურადღება გაამახვილოს იმ დადებით ცვლილებებზე, რომლებსაც სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისადმი თანაგრძნობით მიდგომა გამოიწვევს მათ საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მასწავლებლებს და მათ მოსწავლეებს პროექტში გაწეული ძალისხმევისთვის.




среда, 21 мая 2025 г.

ონლაინ კონფერენცია Colorful Prism of Knowledge ფარგლებში

 


14- 15 მაისს ჩატარდა eTwinning პროეექტის ფარგლებში ონლაინ კონფერენცია Colorful Prism of Knowledge.
მონაწილეობა მიიღეს: ქართველმა, იორდანელმა, თურქმა,რუმინელმა და პორტუგალიელმა მოსწავლეებმა.ჩვენი სკოლის სახელით კონფერენციაზე წარსდგნენ: ანი ფარეშიშვილი, კესო ზურაბაშვილი, ნუცა ზურაბაშვილი, ნინი გრიშიკაშვილი. მათ საინტერესოდ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს მონაწილე სკოლებს მოქალაქეობის მასწავლებელ ზეინაბ კაკალაშვილის ფასილიტაციით.

вторник, 8 апреля 2025 г.

აუტიზმის საერთაშორისო დღე


 თელავის N5 საჯარო სკოლის მე-4 და მე-10 კლასის მოსწავლეებთა მონაწილეობით ავღნიშნეთ აუტიზმის საერთაშორისო დღე. 2025 წელს, აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის თემაა " ნეირომრავალფეროვნების წინსვლა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) " ამ დღის სლოგანია - „პატივისცემა, მიმღებლობა, ჩართულობა“ 2025 წლის 2 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები ლურჯ ფერში ნათდება, რაც „Light It Up Blue“ კამპანიის ნაწილია და საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება. ჩვენის სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ აღნიშნულ კამპანიას მრავალფეროვანი აქტივობებითა და ლურჯი ბურთებით. მე და საზოგადოებისა და მოქალაქეობის პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი

https://youtu.be/KHBM-SOVIBQ

https://www.facebook.com/share/v/15zf49zFHi/

четверг, 3 апреля 2025 г.

პროექტი „ჩემი ქალაქის ღირშესანიშნაობები“


თელავის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასში განხორციელდა პროექტი „ჩემი ქალაქის ღირშესანიშნაობები“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა როლური თამაშები, მოაწყვეს კულტურული ტური და ბოლოს თვითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია. პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. მე და საზოგადოებისა და მოქალაქეობის პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილი

 https://www.facebook.com/share/p/1EWDvu99Zs/

четверг, 27 марта 2025 г.

შრომითი უფლებები და მოვალეობები

 


2025 წლის 18-19 მარტს ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასში ჩატარდა სამოქალაქო განათლების გაკვეთილი შრომითი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში შრომითი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. გაკვეთილი ჩატარდა პროგრამა EU4Youth პროგრამის ფარგლებში. მადლობა პროგრამის ორგანიზატორებს და Eco Centre- ს შესაძლებლობისთვის. მე და საზოგადეობის და მოქალაქეობის მასწავლებელი - ზეინაბ კაკალაშვილი

среда, 5 марта 2025 г.

მასწავლებლის გლობალური ჯილდო - ახალგაზრდა მკვლევარები ინდოეთში: კულტურა, განათლება, გლობალური ხედვა



თელავის ისტორიული მუზეუმის
საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა თემაზე - მასწავლებლის გლობალური ჯილდო - ახალგაზრდა მკვლევარები ინდოეთში: კულტურა, განათლება,
გლობალური ხედვა. ხელმძღვანელი - მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი - ზეინაბ კაკალაშვილი.
მიზანი - პრაქტიკის გაზიარება; ინდოეთის განათლების სისტემისა და კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა , კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრება სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო მოდელების შედარება.

პრეზენტატორები- თელავის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგები - ზეინაბ კაკალაშვილი, ია კოკოშაშვილი, თელავის მეხუთე საჯარო სკოლის მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები. მოწვეული სტუმრები - თელავის მეექვსე და მეცხრე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები.

შეხვედრა მრვალფეროვანი აქტივობებისთ იყო დატვირთული. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დიკუსია.




https://www.facebook.com/share/p/19zDacBUM8/