пятница, 31 марта 2023 г.

ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი მომავალის საწინდარია

 პროექტის ფარგლებში  ,მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტების შესახებ მოსწავლეებმა იმუშავეს  და მოამზადეს  საინფორმაციო პოსტერები მოაწყვეს გამოფენა. პროექტის/ინიციატივის  მიზანი

     მოზარდებმა შეძლონ :

ჯანსაღი ცხოვრების წესის  და  სწორი დღის რეჟიმის დანერგვა / პოპულარიზაცია,

გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა

  თქვან უარი  მავნე ჩვევებზე( თამბაქოზე  და ალკოჰოლზე,ნარკოტიკი, კომპიუტერულ დამოკიდებულებაზე)

განახორციელონ თანატოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო  კამპანია  

მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე.

მიუდგნენ ჯანსაღ ცხოვრების წესს შემოქმედებითად 

შედეგი:

1.    მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი კვების და კვების რეჟიმის მნიშვნელობას ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის.

2.   მოსწავლეები გაეცნობიან ალკოჰოლისა, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს, კომპიუტერულდამოკიდებულების - ადიქციის მავნე ზეგავლენაზე შეექმნება განწყობა- დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაიაზრებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს  მისდევდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

3.  მოსწავლეები  გაიაზრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ინსტრუმენტებს

  • თელავის N5 საჯარო სკოლაში 2023 წლის 20 მარტს დავიწყეთ საინიციატივო პროექტი რომელიც დაგვიფინანსდა   USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში -" ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია". პროექტის ფარგლებში კლუბის ლიდერებმა, კლუბის მეურვე პედაგოგის და ხელოვნების პედაგოგის - ია ჩაველაშვილის  ფასილიტაციით ჩაატარეს ინტეგრირებული ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ - ანტიკური ხანიდან დღემდე. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. შეხვედრას ფასილიტაციას უწვდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.


  • თელავის N5 საჯარო სკოლაში გრძელდება საინიციააატივო ინტეგრირებული პროექტი : "ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია" მოსწავლეები გაეცნენ ანიმაციურ და დოკუმენტურ ფილმებს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ისაუბრეს მის უპირატესობასა და მათში აღმოჩენილი მავნე ჩვევების აღმოფხვრაზე.https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.670202588245054

  • 2023 წლის 29 მარტს კლუბში მოწვეული სტუმარი - ეკა ბურჯანაძე.....

  • თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საინიციატივო პროექტი-" ჯანსაღი ცხოვრება , ჯანსაღი მომავლის საწინდარია" ფარგლებში 2023 წლის 30 მარტს მომზადებული საკონფერენციო თემების წარდგენა მოახდინეს თანატოლებთან. თემების წარდგენის შემდგომ გაიმართა დისკუსია და თემის შეჯამება. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. https://www.facebook.com/media/set/?set=a.670184911580155&type=3

  • თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საინიციატივო პროექტი-" ჯანსაღი ცხოვრება , ჯანსაღი მომავლის საწინდარია" ფარგლებში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა კალათბურთში, ბადმინტონში, ლახტაობა და ხუთკენჭაობა. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.  https://www.facebook.com/media/set/?set=a.671693084762671&type=3

  • 6 აპრილს თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საინიციატივო ინტეგრირებული  პროექტი-" ჯანსაღი ცხოვრება , ჯანსაღი მომავლის საწინდარია"   პროექტის ფარგლებში მოწვეული სტუმრები ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები 🏀 საკალათბურთო კლუბი თელავის მთავარი მწვრთნელი ნიკა ჩაველაშვილი და საკალათბურთო კლუბი თელავის ფიზ მომზადების მწვრთნელი გიორგი ჩაველაშვილი.
  • ✅ მათ მოსწავლეებს ესაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების და სპორტის უპირატესობაზე. ასევე საინტერესო იყო ჩვენი სკოლის მოსწავლეების გამოცდილების გაზიარება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და წარმატების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.  https://www.facebook.com/media/set/?set=a.672998384632141&type=3
  • 10 აპრილს პროექტის ფარგლებში მოეწყო პოსტერების კონკურსი და საინფორმაციო ბროშურების დარიგება .პროექტი არის ინტეგრირებული საგანი მოქალაქეობა და ხელოვნება. პედაგოგები- ზეინაბ კაკალაშვილი და ია ჩაველაშვილი  https://www.facebook.com/media/set/?set=a.675879664344013&type=3

პროექტის ფარგლებში მოვიპოვეთ დაფინანსება -  პადონის 7 სკამი





среда, 22 марта 2023 г.

კლუბის წევრები ადგილობრივ თვითმმართველობას ესტუმრნენ


 2023 წლის 15 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თელავის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი ვიმყოფებოდით. მოსწავლეები წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას ადგილზე გაეცნენ. ახალგაზრდებს საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხაჭაპურიძემ, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხანჯალიაშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ლილუაშვილმა უმასპინძლეს. მათ სკოლის მოსწავლეებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მოსწავლეებმა გააცნეს თავიანთი ინიციატივები, შეხვედრა საინტერესოდ და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დიდი მადლობა მათ საუკეთესო დახვედრისა და მოწვდილი ინფორმაციისთვის.

 https://www.facebook.com/photo?fbid=561657936004964&set=pcb.561658446004913

თვითმმართველობის პროექტი ჯოყოლოს საჯარო სკოლაში


2022 წლის  21 მარტს ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმმართველობის წევრი მოსწავლეების პროექტის ფარგლებში ეწვივნენ ჯოყოლოს სკოლას. 

ჯოყოლოს სკოლის თვითმართველობის წევრ მოსწავლეებსა და დაინტერესებულ კლუბის წევრ მოსწავლეებს თელავის N5 საჯარო სკოლის თვითმართველობის თავჯდომარემა და კლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა გაუზიარეს  მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობები და პროექტული გამოცდილებები.. ერთად დაგეგმეს სამომავლო პროექტი.

შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი

პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

https://www.facebook.com/photo?fbid=181447888001247&set=pcb.181451271334242

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.665649988700314


საგრანტო პროექტი - "შეცვალე რეალობა,არა გენდერულ სტერეოტიპებს"



 📌 თელავის N5 საჯარო სკოლაში გრძელდება საგრანტო პროექტის : "შეცვალე რეალობა,არა გენდერულ სტერეოტიპებს" განხორციელება. პროექტი ხორციელდება USAID - ის მხარდაჭერითა და პარტნიორობით. 2 მარტს პროექტის ფარგლებში თელავის N 5 საჯარო სკოლის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს თელაველი და პანკისის ხეობის ღვაწლმოსილი ქალების შესახებ საკონფერენციო თემები და წარუდგინეს თანატოლებს teams -ის პლატფორმის გამოყენებით. კონფერენციის შემდგომ წარიმართა საინტერესო დისკუსია. დიდი მადლობა თელავის N5vსაჯარო სკოლის კლუბის მოსწავლეებს, ჯოყოლოს სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ქალბატონ ნათელა ტოღოსაშვილს და მის აქტიურ მოსწავლეებს საუკეთესოდ წარმოდგენი პრეზენტაციებისთვის. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა პედაგოგი- ზეინაბ კაკალაშვილი.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.653360576595922&type=3



 📌23 თებარვალს პროექტის ფარგლებში მოწვეული სტუმრები -თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებს მედეა ჩაფურიშვილს და ქალთა ოთახის წარმომადგენელ ნელი აბეჩხრიშვილს. შეხვედრა პრეზენტაციით დაიწყო, შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჯიმში წარიმართა.

ttps://www.facebook.com/media/set/?set=a.652830459982267&type=3


📌    სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლაში დაიწყო საგრანტო პროექტი "შეცვალე რეალობა, არა გენდერულ სტერეოტიპებს". პროექტი ხორციელდება USAID - ის მხარდაჭერითა და პარტნიორობით. 13 თებერვალს მოეწყო განსახორციელებელი პროექტის პრეზენტაცია/წარდგენა პროექტში ჩართული პირებისთვის. პრეზენტაციას ესწრებოდა: სკოლის ადმინისტრაცია, სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.652816779983635&type=3


მოვიგეთ გრანტი - ლეპტოპი


 


2022 წლის დეკემბრიდან მე-7 კლასის მოსწავლეები ჩაერთო საერთაშორისო პროექტში: "ჩვენი ჯანსაღი ცხოვრება". ჩვენი პროექტის შესახებ: ხარისხიანი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენს ხელშია. ჯანსაღი და ხარისხიანი ცხოვრება აუცილებელია წარმატებული, ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა სიცოცხლისთვის და ამბობს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. მდგრადობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის, ჯანსაღი და ხარისხიანი ცხოვრების შენარჩუნებაში. ჰაერი, წყალი და ნიადაგი, რომლებიც გარემოს კომპონენტებია, ძალიან მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის. მას სჭირდება სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი სუნთქვისთვის და დაუბინძურებელი ნიადაგი საცხოვრებლად და შესანახად. მრავალი დაავადების გავრცელება, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ალცჰეიმერი, პარკინსონი, მალარია და ა.შ., ძირითადად ბავშვებში დაბინძურებული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის გამო ბოლო წლებში აჩვენებს, რომ გარემოს დაბინძურება, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურები მნიშვნელოვნად გაუარესდა. . ჯანსაღი და ხარისხიანი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურების განვითარებას და იმას, რაც უნდა გაკეთდეს მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, ჩვენ მიზნად ისახავს განვახორციელოთ ეს პროექტი, რათა შევქმნათ ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად და უკეთესი ცხოვრების წესის განვითარებისთვის. ძალაუფლებისა და ბედნიერების საფუძველი არის ჯანსაღი და ხარისხიანი ცხოვრება. პროექტის მიზნები: 1. ცნობიერების ამაღლება გარემოს კომპონენტების (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) სიცოცხლისთვის დასაცავად. 2. მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მავნე დამოკიდებულების ანალიზი და მათი პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით. 3. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება (მაგ. თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო გამოსვლა, ციფრული უნარები); გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და გაგება; From December, students of the 7th grade were involved in the international project: "Our healthy life". About our project: A quality and healthy lifestyle is in our hands. A healthy and quality life is essential for a successful, happy and long life. The World Health Organization (WHO) also emphasizes how important health is for life by saying that health is one of the basic human rights. Sustainability is of great importance in health, staying healthy and quality life. Air, water and soil, which are environmental components, are very important for life. It needs clean air, clean water to breathe, and uncontaminated soil to live and feed. The prevalence of many diseases such as infectious diseases, cardiovascular diseases, diabetes, Alzheimer's, Parkinson's, malaria, etc., primarily in children due to polluted air, water and soil in recent years shows that environmental pollution, economic and social structures have deteriorated considerably. For a healthy and quality life, the development of environmental, economic and social structures and what needs to be done to ensure sustainability have an important place. For this purpose, we aim to carry out this project to create awareness about what we should do to protect our health and to develop a better quality lifestyle. The basis of power and happiness is a healthy and quality life. Goals: • To raise awareness for the protection of environmental components (air, water, soil) for life. To raising awareness about the negative consequences of harmful habits, analyzing harmful attitudes and preventing them by establishing a healthy lifestyle. To develop 21st century skills (eg collaboration, analytical and critical thinking, communication, problem solving, decision making, public speaking, digital skills);Knowledge and understanding of the goals of environmental protection and sustainable development; @თელავის N5 საჯარო სკოლა https://youtu.be/zY4OViNLg4s

https://www.facebook.com/media/set/?set=a.661162932482353&type=3

Etwinning-ის პროექტი "ახალი წელი ახალი მოლოდინით"

 Etwinning-ის პროექტი "ახალი წელი ახალი მოლოდინით" პარტნიორი სკოლები: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა და თელავის მე-5 საჯარო სკოლა 📌პარტნიორი მასწავლებლები: ქალბატონი @ketevan qitesashvili ❤️ და ზეინაბ კაკალაშვილი. ✅ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 28 თებერვალს დასკვნითი აქტივობა განხორციელდა-ჩატარდა ერთობლივი გაკვეთილი. პლატფორმა თიმსის გამოყენებით. გაკვეთილის თემა: მულტიკულტურალიზმი და მეგობრობა. მუღანლოს საჯარო სკოლა -ის მე-7 კლასისა და თელავის მე-5 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა თიმსის პლატფორმაზე ერთმანეთს ტრადიციული ცეკვები წარუდგინეს, რის შემდეგაც გააკეთეს პრეზენტაციები ეროვნული დღესასწაულებისა და ტრადიციების შესახებ. მეგობრობის ნიშნად მოსწავლეებმა ერთმანეთს ხელი გაუწოდეს და გამოჭრილ გულებზე სურვილებიც დაუწერეს. გაკვეთილმა კარგად და საინტერესოდ ჩაიარა. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მეთანამშრომლა ქალბატონ ქეთევან ქიტესშვილთან. 

https://www.facebook.com/media/set/?set=a.655532919712021&type=3


საახალწლო მისალოცი ბარათები

მიზანი- ერთმანეთს მივულოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი და გავუთბოთ გულები ერთმანეთს. 

https://www.facebook.com/media/set/?set=a.616796806918966&type=3