📌 თელავის N5 საჯარო სკოლაში გრძელდება საგრანტო პროექტის : "შეცვალე რეალობა,არა გენდერულ სტერეოტიპებს" განხორციელება. პროექტი ხორციელდება USAID - ის მხარდაჭერითა და პარტნიორობით. 2 მარტს პროექტის ფარგლებში თელავის N 5 საჯარო სკოლის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს თელაველი და პანკისის ხეობის ღვაწლმოსილი ქალების შესახებ საკონფერენციო თემები და წარუდგინეს თანატოლებს teams -ის პლატფორმის გამოყენებით. კონფერენციის შემდგომ წარიმართა საინტერესო დისკუსია. დიდი მადლობა თელავის N5vსაჯარო სკოლის კლუბის მოსწავლეებს, ჯოყოლოს სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ქალბატონ ნათელა ტოღოსაშვილს და მის აქტიურ მოსწავლეებს საუკეთესოდ წარმოდგენი პრეზენტაციებისთვის. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა პედაგოგი- ზეინაბ კაკალაშვილი.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.653360576595922&type=3
📌23 თებარვალს პროექტის ფარგლებში მოწვეული სტუმრები -თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებს მედეა ჩაფურიშვილს და ქალთა ოთახის წარმომადგენელ ნელი აბეჩხრიშვილს. შეხვედრა პრეზენტაციით დაიწყო, შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჯიმში წარიმართა.
ttps://www.facebook.com/media/set/?set=a.652830459982267&type=3
📌 სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლაში დაიწყო საგრანტო პროექტი "შეცვალე რეალობა, არა გენდერულ სტერეოტიპებს". პროექტი ხორციელდება USAID - ის მხარდაჭერითა და პარტნიორობით. 13 თებერვალს მოეწყო განსახორციელებელი პროექტის პრეზენტაცია/წარდგენა პროექტში ჩართული პირებისთვის. პრეზენტაციას ესწრებოდა: სკოლის ადმინისტრაცია, სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.652816779983635&type=3
Комментариев нет:
Отправить комментарий