2023 წლის 15 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თელავის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი ვიმყოფებოდით. მოსწავლეები წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას ადგილზე გაეცნენ. ახალგაზრდებს საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხაჭაპურიძემ, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხანჯალიაშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ლილუაშვილმა უმასპინძლეს. მათ სკოლის მოსწავლეებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მოსწავლეებმა გააცნეს თავიანთი ინიციატივები, შეხვედრა საინტერესოდ და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დიდი მადლობა მათ საუკეთესო დახვედრისა და მოწვდილი ინფორმაციისთვის.
https://www.facebook.com/photo?fbid=561657936004964&set=pcb.561658446004913
Комментариев нет:
Отправить комментарий