პროექტის ფარგლებში ,მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტების შესახებ მოსწავლეებმა იმუშავეს და მოამზადეს საინფორმაციო პოსტერები მოაწყვეს გამოფენა. პროექტის/ინიციატივის მიზანი
მოზარდებმა შეძლონ :
ჯანსაღი ცხოვრების წესის და სწორი დღის რეჟიმის დანერგვა / პოპულარიზაცია,
გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა
თქვან უარი მავნე ჩვევებზე( თამბაქოზე და ალკოჰოლზე,ნარკოტიკი, კომპიუტერულ დამოკიდებულებაზე)
განახორციელონ თანატოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია
მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე.
მიუდგნენ ჯანსაღ ცხოვრების წესს შემოქმედებითად
შედეგი:
1. მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი კვების და კვების რეჟიმის მნიშვნელობას ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის.
2. მოსწავლეები გაეცნობიან ალკოჰოლისა, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს, კომპიუტერულდამოკიდებულების - ადიქციის მავნე ზეგავლენაზე შეექმნება განწყობა- დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაიაზრებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მისდევდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
3. მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ინსტრუმენტებს
- თელავის N5 საჯარო სკოლაში 2023 წლის 20 მარტს დავიწყეთ საინიციატივო პროექტი რომელიც დაგვიფინანსდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში -" ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია". პროექტის ფარგლებში კლუბის ლიდერებმა, კლუბის მეურვე პედაგოგის და ხელოვნების პედაგოგის - ია ჩაველაშვილის ფასილიტაციით ჩაატარეს ინტეგრირებული ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ - ანტიკური ხანიდან დღემდე. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. შეხვედრას ფასილიტაციას უწვდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.
- თელავის N5 საჯარო სკოლაში გრძელდება საინიციააატივო ინტეგრირებული პროექტი : "ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია" მოსწავლეები გაეცნენ ანიმაციურ და დოკუმენტურ ფილმებს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ისაუბრეს მის უპირატესობასა და მათში აღმოჩენილი მავნე ჩვევების აღმოფხვრაზე.https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.670202588245054
- 2023 წლის 29 მარტს კლუბში მოწვეული სტუმარი - ეკა ბურჯანაძე.....
- თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საინიციატივო პროექტი-" ჯანსაღი ცხოვრება , ჯანსაღი მომავლის საწინდარია" ფარგლებში 2023 წლის 30 მარტს მომზადებული საკონფერენციო თემების წარდგენა მოახდინეს თანატოლებთან. თემების წარდგენის შემდგომ გაიმართა დისკუსია და თემის შეჯამება. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. https://www.facebook.com/media/set/?set=a.670184911580155&type=3
- თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საინიციატივო პროექტი-" ჯანსაღი ცხოვრება , ჯანსაღი მომავლის საწინდარია" ფარგლებში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა კალათბურთში, ბადმინტონში, ლახტაობა და ხუთკენჭაობა. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. https://www.facebook.com/media/set/?set=a.671693084762671&type=3
- 6 აპრილს თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საინიციატივო ინტეგრირებული პროექტი-" ჯანსაღი ცხოვრება , ჯანსაღი მომავლის საწინდარია" პროექტის ფარგლებში მოწვეული სტუმრები ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები 🏀 საკალათბურთო კლუბი თელავის მთავარი მწვრთნელი ნიკა ჩაველაშვილი და საკალათბურთო კლუბი თელავის ფიზ მომზადების მწვრთნელი გიორგი ჩაველაშვილი.
- ✅ მათ მოსწავლეებს ესაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების და სპორტის უპირატესობაზე. ასევე საინტერესო იყო ჩვენი სკოლის მოსწავლეების გამოცდილების გაზიარება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და წარმატების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. https://www.facebook.com/media/set/?set=a.672998384632141&type=3
- 10 აპრილს პროექტის ფარგლებში მოეწყო პოსტერების კონკურსი და საინფორმაციო ბროშურების დარიგება .პროექტი არის ინტეგრირებული საგანი მოქალაქეობა და ხელოვნება. პედაგოგები- ზეინაბ კაკალაშვილი და ია ჩაველაშვილი https://www.facebook.com/media/set/?set=a.675879664344013&type=3
Комментариев нет:
Отправить комментарий