2023 წლის 24 ნოემბერს თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტური. ვულოცავთ მონაწილე მოსწავლეებს წარმატებით მონაწილეობას ოქროს სიგელის დამსახურებას.
пятница, 24 ноября 2023 г.
среда, 22 ноября 2023 г.
ტოლერანტობა, შეტყობინება 21-ე საუკუნეს
სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებით.გააკეთეს პრეზენტაციები, მოახდინეს ფილმის ნახვა/განხილა, კერძოდ "ჰურიე" და "ნიგერიელი გოგონა თბილისში". ისაუბრეს ტოლერანტობის არსზე და მის მნიშვნელობაზე, უმცირესობაში მყოფი ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე და არსებულ პრობლემებზე. მოწვეულმა სტუმარმა ეთო შიუკაშვილმა, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენელია კახეთის რეგიონში მოსწავლეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ბავშვის უფლებებზე, ტოლერანტობის არსზე და მის მნიშვნელობაზე, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე გაიმართა დისკუსია, რომელზეც ამომწურავი პასუხები გასცა ქალბატონმა ეთომ . დიდი მადლობა მას აქტიური ჩართულობისთვის. პროექტის დასასრულს მოამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში.
вторник, 21 ноября 2023 г.
ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატი 2023-2024 სასწ. წ.
2023 წლის 21 ნოემბერს თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური. ვულოცავთ მონაწილე მოსწავლეებს წარმატებით მონაწილეობას. ვულოცავ მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს შემდგომ წარმატებას: გვანცა ბროევს გვანცა კენჭოშვილს საბა წულუკიძეს ნიკა აბრამიშვილს ანი გრიშიკაშვილს ეტალონის ტრენერი პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი
ნახატების/პოსტერების კონკურსში ბულინგის თემაზე
USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში მედია ცენტრი კახეთის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ნახატების/პოსტერების კონკურსში ბულინგის თემაზე მონაწილეობისთვის და წარმატებულად განხორციელებული სასკოლო პროექტისთვის სერტიფიკატის გადაცემას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს. პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი 2023 წ-ის 21 ნოემბერი
вторник, 7 ноября 2023 г.
ტექნიკით დაჯილდოვება-საგრანტო პროექტი
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში საქართველოს
მასშტაბით ჩატარებულ ტექნიკის კონკურსში გამოვლენილ 44 ლიდერ სკოლას შორის აღმოჩნდა თელავის N5 სკოლაც.
კონკურსის ფარგლებში სკოლას საჩუქრად გადაეცა ფერადი პრინტერი,პორტაბელური
კომპიუტერი და პროექტორი.თელავის N5 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას
უხდის მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ზეინაბ კაკალაშვილს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის
ხელმძღვანელს ქალბატონ მარინე უშვერიძეს და თითოეულ თანამშრომელს მოსწავლეთა წახალისებისათვის,
უღრმესი მადლობა USAID_ ის სამოქალაქო განათლების პროგრამას და Marina
Ushveridze ჩვენი მხარდაჭერისთვის , სკოლებისა და
მოსწავლეების გაძლიერებისთვის.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
воскресенье, 5 ноября 2023 г.
შეხვედრა და დაგეგმვა ახლად არჩეული მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებთან
ახალად არჩეული მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების შეკრება სკოლაში თვითმმართველობის მიერ პირველი სემესტრში განსახორციელებელი პროექტის დაგეგმვის მიზნით!
суббота, 4 ноября 2023 г.
USAIDის სამოქალაქო განათების პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გაზიარება
2023 წლის 2 ნოემბერი მნიშვნელოვანი დღე იყო თელავის N5 საჯარო სკოლისთვის. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში როგორც ლიდერმა სკოლამ ჩვენ სკოლაში მოვიწვიეთ 4 პარტნიორი სკოლა - სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლა, თელავის N9 საჯარო სკოლა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა და 2 არაპარტნიორი სკოლის- თელავის N3 და თელავის N7 წარმომადგენლები , რომლებსაც გავუზიარეთ თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკა, დემოკრატიული სკოლის მართვის გამოცდილება და სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ინიციატივები და პროექტები. აღნიშნული ინიციატივები სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ემსახურებოდა რომელიც სკოლის მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის და ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ლიკა ყარაულაშვილი და მალო შავაძე. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ერთობლივად საინტერესო პროექტების განხორციელებას. უღმესი მადლობა მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისათვის მოქალაქეობის პედაგოგებს: ნანა ქიბიშაურს, ხათუნა ბაკურიძეს,თეონა სუმბაძეს, თამარ მარგოშვილს, ანა ბიწკინაშვილს, ლელა ცოკილაურას და მათ მოსწავლეებს. პრეზენტატორები: საბა წულუკიძე და ნიკოლოზ შიუკაშვილი.
შეხვედრა ფასილიტაციას უწევდა მოქალაქეობის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტი მე მკითხველი ვარ
პროექტი- მე მკითხველი ვარ