суббота, 4 ноября 2023 г.

USAIDის სამოქალაქო განათების პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გაზიარება

 2023 წლის 2 ნოემბერი მნიშვნელოვანი დღე იყო თელავის N5 საჯარო სკოლისთვის. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში როგორც ლიდერმა სკოლამ ჩვენ სკოლაში მოვიწვიეთ 4 პარტნიორი სკოლა - სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლა, თელავის N9 საჯარო სკოლა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა და 2 არაპარტნიორი სკოლის- თელავის N3 და თელავის N7 წარმომადგენლები , რომლებსაც გავუზიარეთ თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკა, დემოკრატიული სკოლის მართვის გამოცდილება და სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ინიციატივები და პროექტები. აღნიშნული ინიციატივები სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ემსახურებოდა რომელიც სკოლის მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის და ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ლიკა ყარაულაშვილი და მალო შავაძე. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ერთობლივად საინტერესო პროექტების განხორციელებას. უღმესი მადლობა მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისათვის მოქალაქეობის პედაგოგებს: ნანა ქიბიშაურს, ხათუნა ბაკურიძეს,თეონა სუმბაძეს, თამარ მარგოშვილს, ანა ბიწკინაშვილს, ლელა ცოკილაურას  და მათ მოსწავლეებს. პრეზენტატორები: საბა წულუკიძე და ნიკოლოზ შიუკაშვილი. 

შეხვედრა ფასილიტაციას უწევდა მოქალაქეობის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი. 

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.




Комментариев нет:

Отправить комментарий