სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებით.გააკეთეს პრეზენტაციები, მოახდინეს ფილმის ნახვა/განხილა, კერძოდ "ჰურიე" და "ნიგერიელი გოგონა თბილისში". ისაუბრეს ტოლერანტობის არსზე და მის მნიშვნელობაზე, უმცირესობაში მყოფი ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე და არსებულ პრობლემებზე. მოწვეულმა სტუმარმა ეთო შიუკაშვილმა, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენელია კახეთის რეგიონში მოსწავლეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ბავშვის უფლებებზე, ტოლერანტობის არსზე და მის მნიშვნელობაზე, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე გაიმართა დისკუსია, რომელზეც ამომწურავი პასუხები გასცა ქალბატონმა ეთომ . დიდი მადლობა მას აქტიური ჩართულობისთვის. პროექტის დასასრულს მოამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий