вторник, 7 ноября 2023 г.

ტექნიკით დაჯილდოვება-საგრანტო პროექტი


USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტექნიკის კონკურსში გამოვლენილ 44 ლიდერ სკოლას შორის აღმოჩნდა თელავის N5 სკოლაც.

კონკურსის ფარგლებში სკოლას საჩუქრად გადაეცა ფერადი პრინტერი,პორტაბელური კომპიუტერი და პროექტორი.თელავის N5 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ზეინაბ კაკალაშვილს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელს ქალბატონ მარინე უშვერიძეს და თითოეულ თანამშრომელს მოსწავლეთა წახალისებისათვის,

უღრმესი მადლობა  USAID_ ის სამოქალაქო განათლების პროგრამას და Marina Ushveridze ჩვენი მხარდაჭერისთვის , სკოლებისა და მოსწავლეების გაძლიერებისთვის.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.









Комментариев нет:

Отправить комментарий