თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და კლუბის მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელდა კვირეული დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, რომლის სლოგანია " დაასრულეთ სტერეოტიპები",. 📌კვირეულის ფარგლებში მივუერთდით საერთაშორისო პროექტს #LOTSOFSOCKS 📌 კვირეული დატვირთული იყო აქტივობებით. აქტივობებით: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ 2006 წლის 13 დეკემბერს გაეროს მიერ შემუშავებულ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას". ვიმსჯელეთ სტერეოტიპების შესახებ, ჩავატარე გაკვეთილები, პრეზენტაციების წარდგენა, ნახატების და პოსტერების კონკურსით,ფილმის ყურება/განხილვით. მონაწილეობას იღებდნენ მე-3, მე-4, ,მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. კვირეულის ფარგლებში მოვიწვიეთ სპეცმასწავლებელი ეკატერინე აივაზიშვილი. დიდი მადლობა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის. მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბის მეურვე პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий