USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელდა პროექტი "ინტერნეტ უსაფრთხოება, უსაფრთხოება ყველას პასუხისმგებლობაა" პროექტის ფარგლებში განახორციელეს კვლევა და კვლევის შედეგების განხილვა, იმუშავეს სამართლებრივ დოკუმენტზე, წარადგინეს პრეზენტაციები, ანიმაციების ყურება/ განხილვა. მოვიწვიეთ სტუმარი ტოლერანტობის სამყაროს ცენტრის კიბერუსაფრთხოების
სპეციალისტი ბატონი დავით ღონღაძე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა, დავით ღონღაძემ მოსწავლეებს
გააცნო შემდეგი თემები:
მოწყობილობებზე წვდომა
ინტერნეტში ნავიგაცია
ლიცენზირებული პროგრამები
უსაფრთხო კომუნიკაცია და სხვა
ვებინარი 27 თებერვალს Zoom’ში გაიმართა მოსწავლეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა მოცემულ თემაზე და ამომწურავი პასუხი გასცა ბავშვების მიერ დასმულ კითხვებს..პოსტერების კონკურსი. დიდი მადლობა ბატონ დათოს საინტერესო შეხვედრისთვის, პროექტზე პასუხისმგებელი პირი პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი და მოსწავლე ელენე თოხარიკაშვილი პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მე-4, მე8 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
Комментариев нет:
Отправить комментарий