пятница, 5 апреля 2024 г.

მოიწვიე ფინედუ კლასში

 




წლევანდელი ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება ღონისძიება სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში". მსოფლიოს 170 - ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ფულის გლობალური კვირეულის კამპანია მიმდინარეობს.


 📌2024 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ფულის, ფულთან დაკავშირებული საკითხებისა და ფინანსური უსაფრთხოების თემებს შეეხება. 

📌წლევანდელი კამპანიის მთავარი დევიზია: "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი". 

📌ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული 2014 წლიდან აღინიშნება. კვირეული ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზებას ისახავს მიზნად. შეხვედრები მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შედგა. 

📌დიდი მადლობა ჩვენს დესპან ქალბატონ რუსუდანს საინტერესო შეხვედრისთვის და მოსწავლეებს კი აქტიური ჩართულობისთვის. 

📌შეხვედრა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia -სა და FinEdu - ფინედუ -ს ორგანიზებით ჩატარდა ფინანსური განათლების თემებზე. 

📌მადლობა ფინედუს ამ შესაძლებლობის, საუკეთესო რესურსების გადმოცემისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრას ფასილიტაცის უწევდა მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი- ზეინაბ კაკალაშვილი

https://www.etaloni.ge/geo/main/index/102139

Комментариев нет:

Отправить комментарий