пятница, 5 апреля 2024 г.

კვირეული - აუტიზმი პაზლი რომელიც ერთად უნდა ავაწყოთ

 


USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების მონაწილეობით თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები - მომზადებული პრეზენტაციების წარდგენა, ფილმის ნახვა/განხილვა, ნახატების შექმნა, ვიმსჯელეთ სტერეოტიპების შესახებ. პროექტის ფარგლებში მოვიწვიეთ სპეცმასწავლებელი ეკატერინე აივაზიშვილი, მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეთა დასმულ კითხვებზე, გაიმართა დისკუსია, ტესტირება და შეჯამება. პროექტში ჩართული იყო მე-3, მე-4, მე7, მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები. პროექტს ფასილიტაციას უწევდა მოსწავლეთა თვითმმართველობის და კლუბის მეურვე პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий