понедельник, 8 апреля 2024 г.

ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე -კვირეული - ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება

 


7 აპრილი - მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორიო დღეა USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეული - ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება. ჯანმრთელობის მსოფლიო დღე არის გლობალური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების დღე , რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად 7 აპრილს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ( WHO), ისევე როგორც სხვა დაკავშირებული ორგანიზაციების სპონსორობით . მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 7 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს. 2024 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა „ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება “ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში მოქალაქეობის მასწავლებელ ზეინაბ კაკალაშვილთან თანამშრომლობით გაიმართა შეხვედრა , მოსწავლეებმა განიხილეს ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის თემასთან დაკავშირებით. ბიოლოგიის მასწავლმა ჩაატარა გაკვეთილი თემაზე -სასუნთქი გზები, სკოლის ექიმმა მოსწავლეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ჯანმრთელობის უპირატესობასა და საფრთხეებზე . დიდი მადლობა ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თამანშრომლობისთვის ბიოლოგიის პედაგოგ ნინო ფიდატოვს, სკოლის ექიმს ეკატერინე მარგალიტაშვილს და მონაწილე მოსწავლეებს. კვირეულში მონაწილეობას იღებდა მე-3, მე-4, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. პოსტერების და ნახატების კონკურსის მონაწილეები დაჯილდოვდებიან. კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობების ფასილიტაციას უწევდა მოქალაქეობის, სამოქლაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი.













Комментариев нет:

Отправить комментарий