пятница, 13 мая 2022 г.

საერთაშორისო პროექტი- ტრანზიციაში დაკარგულები - ანგარიში და კონფერენციის ფოტოები

2021-2022               წელს თელავის N5 სკოლის სამოქალაქოს მასწავლებელი ჩაერთო საერთაშორისო    პროექტში-  "  ტრანზიციაში (გარდამავალ პერიოდში) დაკარგულები" / Lost in Transition."
 თელავის N5 საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებთან Microsoft Teams- ის  პლატფორმის გამოყენებით პროექტის ფარგლებში:,,ტრანზიციაში დაკარგულები“ ჩავტარე გაკვეთილები. მოსწავლეებთან ერთად მოვუსმინეთ ვიდეო რესურსებს, მოვახდინეთ  განვიხილვა და  მსჯელობა პაატა ზაქარიაშვილის საინტერესო ინფორმაციის შესახებ,კერძოდ 90-აათიანი წლების გარდამავალ პერიოდზე,მის მანკიერ მხარეებზე, რომელზედაც საუბრობდა უშუალოდ იმ პერიოდის მონაწილე გავმართეთ დისკუსია. მისი მონათხრობის  მოსმენამ მოსწავლეებში სტერეოტიპული დამოკიდებულების მსხვრევა გამოიწვია,რაც ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.
ისაუბრეს საბჭოთა საქართველოზე,როგორ და რანაირად დაიწყო 1989 წლის მოვლენები. ტრანზიციის პერიოდის თვითმხილველმა სამოქალაქო განათლების  მასწავლებელმა ზეინაბ კაკალაშვილმა  გაიხსენა მისი სტუდენტობის პერიოდი,სწორედ ამ დროს დაიწყო ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა,ისაუბრა საქართველოში მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში მიმდინარე მოვლენებზე, რომ ამ პროცესებში გადამწყვეტი როლი ინტელიგენციასა და ძალის მქონე პიროვნებებს უკავშირდება. ტრანზიციის პერიოდია ის,რამაც ქვეყანა მიიყვანა დამოუკიდებლობამდე და სიტყვის თავისუფლებამდე.
 ასევე გავუზიარე ჩემი სასკოლო ცხოვრებიდან ეკლესიასთან დაკავშირებული მოვლენები, რამაც კიდევ უფრო დამაჯერებელი და მათში არსებული შეფასებების გადაფასება მოახდინა რაც მათი დასკვნებიდან გამოიკვეთა.
მოძიებული და მონაწილე პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საინტერესო პოსტერები მოამზადეს და თანატოლთა ინფირმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით პრეზენტაციები გააკეთეს.
განხორციელებული პროექტი გავუზიარე  შემაჯამებელ კონფერენციაზე  კოლეგებს.

პროექტი განხორციელდა სამ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა და ბელარუსი.


პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა- სიქა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია











გოგონების და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები

 პროექტში "გოგონებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები"  ერთ წელზე მეტია ჩავერთეთ, მუშაობა სხვსდასხვა მიმართულებისთ მიმდინარეობდა, დასკვნიტ ღონისძიებას კი სკოლაში გაკვეთილის ჩატარება წარმოადგენდა.გენდერულ საკითხთან დაკავშირებით ჩავატარე გაკვეთილები 8-ე კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით, რომელიც მოიცავდა გენდერის საკითხების სიღრმისეულ ანალიზს. ტრენინგზე მიღებული მასალებით, ატქივობებით და მეთოდებით რა განსხვავებაა სქესა და გენდერს შორის, გაიაზრეს გენდერული დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზები, დაფიქრდნენგენდერის შესახებ  ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპებზე, გაანალიზეს თანაბარი სარგებლობის და თანასწორუფლებიანობის , სოციალური, ადამიანის ღირსების, ეკონომიკური და კულტურული, პოლიტიკური,  შესახებ გენდერის ჭრილში.გენდერის საკითხების უკეთ გააზრებისთვის განვახორციელეთ მრავალფეროვანი აქტივობები და პრაქტიკული სავარჯიშოები.

პროექტი ხორციელდება  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამსრომლობით.

პროექტის მიზანია: სამოქალაქო მასწავლებლების გაძლიერება, აუმაღლოს კომპეტენციები, აღჭურვოს ახალი მეთოდოლოგიითა და რესურსებით, რითაც ხელს შეუწყობს გოგონების და ბიჭების თაბანაბარი შესაძლებლობის სწავლებას.პროექტი მიმდინარეობდა 2021 წლის განმავლობაში.

понедельник, 13 декабря 2021 г.

"არა ძალადობას" 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში

 თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით ჩატარდა ტრენინგი და დისკუსია გენდერულ საკითხებზე, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი უძღვებოდა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად მოხდა ფილმის ჩვენება- განხილვა. მოსწავლეები ასევე გაეცნენ სხვადასხვა პროფესიის, სამართალდამცავი ქალბატონების ისტორიებს და იმსჯელეს მათ ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. მათ იმსჯელეს თუ როგორ უნდა მოხდეს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება.მათ აღნიშნეს ქალის როლი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.მოსწავლეებმა მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამოსახატავად მოსწავლეებმა მოამზადეს ნახატები, ვიდეორგოლები, პრეზენტაციები, ფლაერები და პოსტერები, ესსები. გამოვლინდა შიდა სასკოლო კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც შემდგომ ეტაპზე მიიღეს მონაწილეობა „16 დღიანი კამპანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ რომლის შედეგები დღეს გამოვლინა. ჟიურის რჩეული გახდა ნათია სმოიანი, დასაჩუქრდა 100 ვაუჩერით.

10 ქალი ,რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო, ავტორი ნათია სმოიანი 10 ქალი რომელმაც შეცვალა სამყარო

















იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით!

იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით!

არა ალკოჰოლს, არა ნარკოტიკს, არა თამბაქოს! იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით!

თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "ახალი სიცოცხლე"

https://youtu.be/aQCG_g_TUvA 

გლობალური დათბობა- 2014წ.

 https://youtu.be/WdRpJI4fMsk

2012 წელი კლუბის წევრები- პროექტი დუისში

 https://youtu.be/nkpvpZL7_NY