თელავის N5 საჯარო სკოლის
IX და X კლასის
მოსწავლეებთან Microsoft Teams- ის პლატფორმის გამოყენებით პროექტის ფარგლებში:,,ტრანზიციაში დაკარგულები“ ჩავტარე გაკვეთილები. მოსწავლეებთან ერთად მოვუსმინეთ ვიდეო
რესურსებს, მოვახდინეთ განვიხილვა და მსჯელობა პაატა ზაქარიაშვილის საინტერესო ინფორმაციის
შესახებ,კერძოდ 90-აათიანი წლების გარდამავალ პერიოდზე,მის მანკიერ მხარეებზე, რომელზედაც
საუბრობდა უშუალოდ იმ პერიოდის მონაწილე გავმართეთ
დისკუსია. მისი მონათხრობის მოსმენამ მოსწავლეებში სტერეოტიპული დამოკიდებულების
მსხვრევა გამოიწვია,რაც ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.
ისაუბრეს საბჭოთა საქართველოზე,როგორ და რანაირად დაიწყო 1989 წლის მოვლენები. ტრანზიციის პერიოდის თვითმხილველმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ზეინაბ კაკალაშვილმა გაიხსენა მისი სტუდენტობის პერიოდი,სწორედ ამ დროს დაიწყო ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა,ისაუბრა საქართველოში მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში მიმდინარე მოვლენებზე, რომ ამ პროცესებში გადამწყვეტი როლი ინტელიგენციასა და ძალის მქონე პიროვნებებს უკავშირდება. ტრანზიციის პერიოდია ის,რამაც ქვეყანა მიიყვანა დამოუკიდებლობამდე და სიტყვის თავისუფლებამდე.
ასევე გავუზიარე ჩემი სასკოლო ცხოვრებიდან
ეკლესიასთან დაკავშირებული მოვლენები, რამაც კიდევ უფრო დამაჯერებელი და მათში არსებული
შეფასებების გადაფასება მოახდინა რაც მათი დასკვნებიდან გამოიკვეთა.
მოძიებული და მონაწილე პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე
საინტერესო პოსტერები მოამზადეს და თანატოლთა ინფირმირებისა და ცნობიერების ამაღლების
მიზნით პრეზენტაციები გააკეთეს.
განხორციელებული პროექტი გავუზიარე შემაჯამებელ კონფერენციაზე კოლეგებს.
პროექტი განხორციელდა სამ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა და ბელარუსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий