понедельник, 7 ноября 2022 г.

პროექტი: „ბავშვები ბავშვებისთვის“



2022 წლის 1 ნოემბერს სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის  კლუბი „ახალი სიცოცხლე“-ს  წევრი მოსწავლეებმა განახორციელეს  პროექტი: „ბავშვები ბავშვებისთვის“ . პროექტის ფარგლებში შეარჩიეს  თემა: „ბავშვთა დაცვის რისკები სამუშაო ადგილზე“ .პროექტი ხორციელდება  კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრში, “SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს  პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში. მოცემულ პროექტში შეძენილი ცოდნის საფუძველზე კლუბის წევრი მოსწავლეების ინიციატივით  დაიგეგმა პროექტი „ბავშბვები ბავშვებისთვის“,  გადაგზავნილ იქნა გერმანიის გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერ ორგანიზაციასთან, რომელთა მიერ დაფინანსდა მოცემული პროექტი  როგორც მგზავრობის საფასურით, ასევე საკანცელარიო საქონლით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თელავის N5 საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა  15 მოსწავლემ და ჯოყოლოს სკოლის  30 მოსწავლე.შეხვედრა წარიმართა  თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ზეინაბ კაკალაშვილის ფალსილიტაციის, რომელსაც ესწრებოდა მოსწავლეებთან ერთად   ჯოყოლოს სკოლის დირექტორი- ქალბატონ ნაზო  ბორჩაშვილი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი  ქალბატონი ნათელა ტოხოსაშვილი, დიდი მადლობა მათ საუკეთესო თანამშრომლობისა დაუვიწყარი საჩუქრისთვის, ბავშვებს კი აქტიური მონაწილეობისთვის.

“SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს  პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში ვრცელი ინფრომაცია მოაწოდა პროექტის კოორდინატორმა ჯულია ძამუკაშვილმა.

მიზანი: მონაწილეები გაეცნობიან ბავშვთა შრომისს არსს და იმ ძირითად რისკებს რაც შრომაში ჩართულ ბავშვებს აქვთ.

პროექტის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა   სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს:

• კლუბის წევრ მოსწავლეებმა  გააკეთეს კვლევა 

• დაამუშავეს თემა „ბავშვთა დაცვის რისკები სამუშაო  ადგილზე“ და  ინფორმაციის საფუძველზე მოამზადეს პრეზენტაცია,

• დაბეჭდეს საინფორმაციო  ბუკლეტები, გაავრცელეს  სასკოლო საზოგადოებასა და თემში პანკისის ხეობის, კერძოდ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში.

• სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები, გამართეს დიკუსიები   ბავშვთა დაცვის სესაძლო რისკებზე სამუშაო ადგილებზე,  იმსჯელეს რამდენადაა და რა ფორმით არის შესაძლებელი ამ რისკების თვიდან არიდევის შესაძლებლობა.

• იმსჯელეს მოცემულ  საკითხში თვითონ რა წვლილის შეტანა შეუძლით.

• გაავრცელეს მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები და „SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში დამზადებული საინფორმაციო მასალები.

პროექტი ყველაზე წარმატებული იყო იმ ნაწილში, როდესაც უკვე მოძიებულ და დამუშავებულ მასალას გადმოსცემდნენ მოსწავლეები. პროექტში ჩართული იყვნენ დირექტორი და სამოქალაქო განათლების მასწავლებებლი, მ ოსწავლეებმა სასწავლო პროექტში მონაწილეობით მიიღეს სარგებელი , გაიღრმავეს ცოდნა, გაიფართოეს თვალსაწიერი, დაეუფლენ სხვადასხვა სასიცოცხლო უნარ- ჩვევას. თემის შეჯამებისას მოსწავლეთა მხრიდან წამოიჭრა ახალი ინიციატივები, რომლეთა დაგეგმვა და გაგრძელება ეტაპობრივად მოხდება,

მომიდინარეობს  სტენდის მოწყობა, რომელზედაც იქნება აღბეჭდილი პროექტის განხორციელების ამსახველი ფოტოები. ფოტო მასალა და ინფორმაცია ასევე განვათავსეთ კლუბის ფეისბუქ გვერსა და კლუბის გვერძე..

მოხალისეობრივი ფორუმი


 2022 წლის 31 ოქტომბერს კახეთის რეგიონალური ჰაბის ორგანიზებით ჩატარდა მოხალისებრივი ფორუმი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და მოსწავლეები და ესწრებოდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები: მათე მამულაშვილი, ანი ხუტუაშვილი და საბა წულიკიძე. მოსწავლეებს მოისმინეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიაარეს მოხალისეობის საუკეთესო მაგალითები მსურველი მოსწავლეები დარეგისტრირდნენ შესაბამის საიტზე მოხალისეებად.გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას.შეხვედრა გაიმართა "ლოპოტა სპა"-ში.

მოხალისეობრივი ფორუმი

четверг, 27 октября 2022 г.

ვეცნობით პროფესიებს

 

თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეები ეწვივნენ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრს, სადაც კარიერის განვითარების კონსულტანტებს- მარი არჯევანიძესა და მარიამ გლახოშვილს შეხვდნენ. მათ ესაუბრის მათი პროფესისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და ორგანიზაციაში არსებულ სერვისებზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხს რეჟიმში, რასაც საინტერესო დისკუსია მოყვა. შეხვედრა განხორციელდა პროექტი "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)-ის მიერ, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union"-თან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია-საგა-თან ერთად. პროექტს აფინანსებს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. 

შეხდერის ორგანიზება უზრუნველყო სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ზეინაბ კაკალაშვილმა.

მედიაწიგნიერების კვირეული


 გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ტარდება. კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებთან და მე და საზოგადოების საგაკვეთილო პროცესში დავგეგმეთ და განვახორციელე სხვადასხვა აქტივობები : გაკვეთილი, ფილმების ჩვენება- განხილვა , ტესტირება, თამაშები- "გაზომე შენი ცხვირი", ვიქტორინა და პოსტერების კონკურსი.

 მიზანი - სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, რთულია ინფორმაციის მომხმარებელი მედიაწიგნიერების გარეშე გაუმკლავდეს ყალბი ინფორმაციით გამოწვეულ მავნე ზეგავლენას.მოსწავლეები გაეცნენ და ისაუბრეს ყალბი ინფორმაციის მეთოდებზე , მისი ამოცნობის შესაძლებლობებზე.ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა კი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა.

მედიაწიგნიერების კვირეული






ბავშვთა დაცვის რისკები სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში

 ბავშვთა დაცვის რისკები სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში

2022 წლის 24 ოქტორმბერს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრში, “SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ზეინაბ კაკალაშვილის მიერ ჩატარდა ტრენინგი-„ბავშვთა დაცვის საკითხებისა და მათზე რეაგირების გზების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის“ თემაზე:ბავშვთა დაცვის რისკები სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

მიზანი: გაზარდოს მონაწილეთა ცოდნა იმ სივრცეების/გარემოს შესახებ, სადაც შესაძლოა,დადგეს ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები. 

შეხვედრა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების თემაზე, ხილულ და უხილავ ძალადობაზე, გაეცნენ და განიხილეს დებულებები, შექმნეს ნახატები-  იმ სივრცეების/გარემოს შესახებ, სადაც შესაძლოა,დადგეს ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები.პრეზენტაციის წარდგენის შემდგომ  გაიმართა დისკუსია და თემის შეჯამება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები. ტრენინგის დასაწყისში სტუმრებს შეხვდა და ესაუბრა კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის დირექტორი.

პროექტი: მშვიდობა დედამიწაზე- გვინდა კი მშვიდობა?

პროექტი: მშვიდობა დედამიწაზე- გვინდა კი მშვიდობა?

20.09 დან 4.10 მდე

 


21 სექტემბერს მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის მთავარი გზავნილია„ მშვიდობა, ახალგაზრდობა და განვითარება’’, დევიზი კი – „მშვიდობა უდრის მომავალს!“. მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაწესდა. 2022 წლის 20 სექტემდრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით კლუბის წევრ მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი: მშვიდობა დედამიწაზე- გვინდა კი მშვიდობა? 

პროექტის მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ :

დედამიწაზე მშვიდობის მნიშვნელობის გაცნობიერებას

იმსჯელებენ ჩვენს ირგვლივ მშვიდობის დასამყარებლად რისი გაკეთება შეუძლია თვითვიეულ ადამიანს

გაიაზრებენ ომის შედეგებს, ადამიანის უთანხმოების შედეგებს

შეძლებენ ინფორმაციის მოკვლევას დედამიწაზე მშვიდობის ელჩებზე 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს სიმბოლოები და გამონათქვამები მშვიდობაზე, ასევე მწერლებზე და მშვიდობის ელჩების შესახებ. წარმოადგინეს მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე პრეზენტაცია და გამართეს დისკუსია. მოამზადეს პოსტერები და ბუკლეტები რომელიც გავრცელეს სასკოლო საზოგადოებასა და თემში. პროექტის დასასრულს მოაწყვეს მშვიდობის დღე სკოლაში. პროექტის შეჯამება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით: „მშვიდობის ერთი დღე მსოფლიოში“ დაეთმო, ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ციტატები ,საინფორმაციო ბუკლეტები რომელიც სასკოლო საზოგადოებასა და თემში გაავრცელეს. დიდი მადლობა ბავშვებს საინტერესოდ წარმედგენილი და განხორვიელებული პროექტისთვის. პროექტს ხელმძღვანელობდა მოქალაქეობის პედაგოგი- ზეინაბ კაკალაშვილი


суббота, 20 августа 2022 г.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საპროფორიენტაციო შეხვედრა

 2022 წლის 6 ივნისს თელავის N5 საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავეებთან ჩატარდა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯ პრესტიჟის წარმომადგენლებთან. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეგოთ ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც კოლეჯი სთავაზობს ახალგაზრდებს ახალ სასწავლო წელს. შეხვედრაზე დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს ბავშვებმა. 

თელავის N5 საჯარო სკოლაში შეხვედრა განხორციელდა მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც რამოდენიმე წელი აქვს უკვე გაფორმებული პროფესიულ კოლეჯ "პრესტიჟთან" და აქტიურად ვმონაწილეობთ პროფორიენტაციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში.სამოქალაქო განათლების პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი