მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა
დედამიწის დღის კვირეული - ჩვენ ვზრუნავთ.მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები, ფილმის ყურება/განხილვა.
მოეწყო ნახატების, პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი. ბუნების მასწავლებელმა ესაუბრა
ბუნების კეთილდღეობის შესახებ.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.882364510362193&type=3
აქცია - “მე ვალაგებ საქართველოს”
16-17 აპრილს სსიპ სსიპ ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები შეუერთდნენ საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგი”-სა და USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program -ის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ აქციას, “მე ვალაგებ საქართველოს”. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, მისი მიმდებარე ტერიტორია და დაბახნების წიწვნარში არსებული დასასვებელი სკვერი. შეგროვებული პარკები მოათავსეს მიმდებარე ნაგვის ურნებში. აქციას შეუერთდა სკოლის ექიმი. აქციაში “მე ვალაგებ საქართველოს” 40-მდე მოსწავლე ჩაერთო,კერძოდ მე-7, მე-9 და მე-4 კლასის მოსწავლეები. აქტივობის დასრულების შემდგომ აქციის მონაწილეებმა მიირთვეს კომპანია „სადაგი“- ის მიერ გამოგზავნილი ორცხობილები. დიდი მადლობა მონაწილე მოსწავლეებს მხიარულ და ხალისიანი თანამშრომლობისთვის. მათი მოთხოვნით აქცია ორ დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა. მადლობა ორგანიზაციას მოწოდებული რესურსებისა და ტკბილეულისთვის❤️ #USAIDსამოქალაქოგანათლების პროგრამა / USAID Civic Education Program #სადაგი #მედიაცენტრიკახეთი #სახალისოდალაგება #მე ვალაგებსაქართველოს
https://www.facebook.com/media/set/?set=a.880003257264985&type=3
Комментариев нет:
Отправить комментарий