понедельник, 8 июля 2024 г.

საერთაშორისო პროექტი - “We in the world of media literacy "


19.11.2023 – 30.05.2024 განხორციელდა პროექტი “We in the world of media literacy " მისი დამფუძნებელია სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი მონაწილე ქვეყნები: Georgia(18), Turkey(7), Poland(1), Romania(1), Latvia (1) მოსწავლეთა რაოდენობა : 97 მოსწავლე. პროექტში ჩართული მოსწავლეების ასაკი: 8– 16 წელი. პროექტის მიზნები: • მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება; • ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარ-ჩვევები; • ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა; • ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ. • მედიაწიგნიერების გამოყენებით დემოკრატიული კულტურის განვითარება • ცნონიერების ამაღლება ინტერნეტ-სივრცეში არსებული საფრთხეების, მათ შორის კიბერბულინგის გამოწვევის შესახებ და განუვითაროს ამ საფრთხეებისაგან თავდაცვის უნარები ყველა მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია იყოს მედიაწიგნიერი, რაც გვეხმარება სწორი ორიენტირებაში თანამედროვე ცხოვრებაში, ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გაჯერებულია ყველა სახის მედიით, გაზეთებით, რადიოთი, ტელევიზიით, ინტერნეტით. მედიაწიგნიერება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და შევაფასოთ ყველა მედია მესიჯი, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი იმის შესახებ, თუ რას ვირჩევთ წასაკითხად, ყურებასა და მოსასმენად. ის ასევე გვეხმარება გავხდეთ საზოგადოების უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი წევრები. მედიაწიგნიერება 21-ე საუკუნის აუცილებელ უნარად ითვლება. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი მედიას უვნებელ გართობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათზე გავლენას არ ახდენს მისი გზავნილები. თუმცა, ადამიანებზე გავლენას ახდენს მედია მესიჯები, რომლებსაც ისინი მოიხმარენ. მედიაწიგნიერების ინტერვენციები და განათლება ეხმარება ბავშვებს და მოზარდებს გააცნობიერონ მედიის გავლენა და მისცეს მათ ცოდნა და ინსტრუმენტები მისი გავლენის შესამცირებლად. მედიაგანათლებულმა ადამიანმა უკვე იცის, როგორ და სად მოიძიოს, გაფილტროს, შექმნას და გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინტერესო აქტივობები: • ციფრული უსაფრთხოება; • ციფრული ხელსაწყოების შესწავლა; • რეკლამა • პერსონალური მონაცემების დაცვა • კლიმატის ცვლილება • დედამიწის დღე • გაკვეთილების დროს თამაშებით სწავლება; • პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია. ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა შეძენილი უნარები საჭიროებს განმტკიცებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა ერთობლივი ციფრული პროდუქტი. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის საუკეთესო თანამშრომლობითი ურთიერთობა. პროექტი წარდგენილია ხარისხის ნიშანზე. წარმატებას ვუსურვებ პროექტს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს.

https://www.facebook.com/share/fbydFqfS8EJAh3dd/ 


https://www.etaloni.ge/geo/main/index/106948



საერთაშორისო პროექტი- კეთილდღეობა სკოლაში -"Well-being at school"

 


წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი „კეთილდღეობა სკოლაში“ "Well being at school", რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ თელავის N5 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები. : მარიამ ზაალიშვილი,გვანცა კენჭოშვილი,ბარბარე ლეფსვერიძე, ანი კოზმანიშვილი და მოქალაქეობის პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.საინტერესო და სასიამოვნო პროექტი იყო მოსწავლეებისთვის, მრავალ აქტივობით დატვირთული იყო პროექტი. შევქმენით ავატარი, პროექტის ლოგოსა და პლაკატებზე ვიმუშავეთ წყვილებში. ამოვხსენით თავსატეხი. რაც უფრო სახალისო იყო. აქტივობა იყავი კეთილი - გააკეთე სიკეთე, სადაც მოსწავლეებმა ერთი ლამაზი დღე აჩუქეს თანატოლებს, მათ მშობლებს. ვიზიტი ექიმთან - ჩვენი სკოლის საყვარელ და ყურადღებიან ექთანს ქ-ნ ქეთევანს შევხვდით და ვესაუბრეთ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე. მადლობა არაჩვეულებრივი რჩევებისთვის და პრაქტიკული მაგალითებისთვის. სპორტული დღე სკოლაში და სპორტი ჩვენს ცხოვრებაში - ამ აქტივობებმა გააცოცხლა და აღაფრთოვანა მოსწავლეები. აღვნიშნეთ უსაფრთხო ინტერნეტის დღე, პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს ელექტრონული ბარათებით მიულოცეს ახალი წელი და 9 მაისი, ეტვინინგის დაბადების დღე - ეს პლატფორმა გვაერთიანებს. გავეცანით ადამიანის და ბავშვთა უფლებებს. გვქონდა ონლაინ შეხვედრები. სადაც პროექტის მონაწილეები გავიცანით, ვისაუბრეთ პროექტის გამორჩეულ აქტივობებზე. და ბოლოს, მივიღეთ სერთიფიკატები . პროექტის ავტორები არიან სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი რიმა კუპრეიშვილი Rima Kupreishvili და მისი თურქი კოლეგა გულიზარ სერტ დულეკი Gulizar Sert Dülek პროექტში მონაწილეობდნენ მასწავლებლები: საქართველო-22 ,თურქეთი-10, რუმინეთი-3, მოლდოვა-1, უნგრეთი-1, პოლონეთი-1. პროექტის მიზანი: სკოლაში მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, სასკოლო გარემოს გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი კომპონენტების სიცოცხლის შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოსწავლეთა როლის გაზრდა დემოკრატიული სკოლის პოპულარიზაციაში, 21-ე საუკუნის უნარების განვითარება (თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, ციფრული უნარები), პროექტში გამოყენებული იქნა შემდეგი აქტივობები: საინფორმაციო შეხვედრები, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა, სწავლა კეთებით, გამოკითხვა, ონლაინ თამაშები, ინტერაქტიული თამაშები. , რესურსების შექმნა ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით. მოსწავლეებმა ყველა აქტივობაში სანიმუშო სამუშაო შეასრულეს და გამოთქვეს სურვილი გააგრძელონ სხვა პროექტებში ჩართვა. დიდი მადლობა პროექტისთვის. თითოეულ მონაწილე მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს აქტიური თანამშრომლობისთვის. წარმატებები ყველას და ჩვენს პროექტს Another international project "Well-being at school" was successfully completed, in which the students of the 8th grade of the public school N5 of Telavi were involved. : Mariam Zaalishvili, Gvantsa Kenchoshvili, Barbara Lefsveridze, Ani Kozmanishvili. It was an interesting and pleasant project for students, the project was loaded with many activities. We created an avatar, We worked on the logo and posters of the project in pairs. We solved the puzzle. Which was more fun. Activity Be kind - do good, where students gave a beautiful day to their peers, their parents. Visit to the doctor - we met our school's beloved and attentive nurse Mrs. Ketevan and talked about the importance of a healthy life. Thanks for the great tips and practical examples. Sports day at school and sports in our life - these activities enlivened and excited the students. We celebrated Safe Internet Day, the project participants congratulated each other with e-cards for the New Year and on May 9, Etwining's birthday - this platform unites us We learned about human and children's rights. We had online meetings. Where we got to know the participants of the project, we talked about the outstanding activities of the project. And finally, we received certificates from the authors of the project. . The authors of the project are Rima Kupreishvili, the English language teacher of the public school of the village of Zemo Potsho, Senaki municipality of the State of Ukraine, and her Turkish colleague Gulizar Sert Dülek. Teachers participated in the project: Georgia-22, Turkey-10, Romania-3, Moldova-1, Hungary-1, Poland-1. The goal of the project: to care for the well-being of students at school, to improve the school environment, to raise awareness about the preservation of environmental components for life, to increase the role of students in the promotion of a democratic school, to develop 21st century skills (cooperation, analytical and critical thinking, communication, problem solving, digital skills), The following activities were used in the project: information meetings, group and individual work, learning by doing, survey, online games, interactive games, creation of resources using digital tools. The students did an exemplary job in all the activities and expressed their desire to continue to be involved in other projects. Thank you very much for the project. To each participating teacher, parent and student for their active cooperation. Good luck to everyone and our project


https://www.facebook.com/share/GXDWfybuv2JfUoeB/

https://www.etaloni.ge/geo/main/index/107061




პროექტი "ევროპის გაკვეთილები"


 პროექტი "ევროპის გაკვეთილები", ფარგლებში ჩატარდა ქ.თელავის N5 საჯარო სკოლაში.ღონისძიებში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების კლუბის წევრ მოსწავლეებმა.ბავშვები გაეცნენ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ ,რის შემდეგაც გაიმართა სამაგიდო თამაში ,,გზა ევროპისკენ". ჩართული იყო 25 მოსწავლე .გადმოგვეცა თამაშის სრული პაკეტი საჩუქრად , ასევე მოსწავლეებს აქვთ შესაძლბელობა ესეების დაწერის შემდეგ გაემგზავრონ ბანაკში . 5.06..2024.პროექტს უძღვებოდნენ პედაგოგები ზეინაბ კაკალაშვილი და ლია ალადაშვილი. მადლობა ჩემს შესანიშნავ მოსწავლეებს. პროექტი განხორციელდა ( EPRC) მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH) ახორციელებს.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.909952734270037&type=3

საერთაშორისო პროექტი - "Smart Life"



დიდი ინტერესით და აქტიურობით ჩავართეთ თელავის N5 საჯარო სკოლი მე-8 კლასის 7 მოსწავლეები და მოქალაქეობის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი, პროექტში ,,Smart Life “ რომელიც 9.09.2023 - 20.06.2024 განხორციელდა .მისი დამფუძნებელია სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო/ირმა ღანიაშვილი. დიდი მადლობა ქალბატონო ირმა საინტერესო და აქტუალურ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.  დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის https://school-education.ec.europa.eu/…/projects/smart-life მონაწილე ქვეყნები: Georgia(21), Turkey(7), Jordan(7), Poland(3), Republic of Moldova(2), Romania(2), Greece(2), Albania(1), Italy(1) მოსწავლეთა რაოდენობა : 262 მოსწავლე. პროექტში ჩართული მოსწავლეების ასაკი: 8– 16 წელი. პროექტის მიზნები: • ემოციებთან გამკლავების უნარების განვითარება; • ციფრული წიგნიერების უნარების გაუმჯობესება; • თვითშეფასების ამაღლება; • სტრესის მართვის უნარის განვითარება; • კონფლიქტების მოგვარების უნარების განვითარება; • დემოკრატიის, სამართლიანობის, მთლიანობის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება; • ჯანსაღი კვების უნარების განვითარება; ყველა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს წარმატებული და ბედნიერი მომავალი, მაგრამ მცირე ნაწილი ახერხებს ცხოვრებას თავისი მიზნებისა და ოცნებების მიხედვით დალაგებას. ძნელია გაუმკლავდე სტრესს, რომელიც გამოწვეულია არასწორად დაგეგმილი ყოველდღიური განრიგით, სოციალური ქსელებითა და ინტერნეტით მუდმივი სარგებლობით. თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად სჭირდება დასვენება, განტვირთვა. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ჩვევებისა და დამოკიდებულების შეცვლა, დროის მართვა, დასვენებისთვის დროის გამოყოფა. პროექტი ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების იდენტიფიცირებას, ტექნიკის, სტრატეგიების შესწავლას, აზროვნების სისტემის გადატვირთვას და ახალი, საჭირო უნარების გამომუშავებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინტერესო აქტივობები: • ციფრული უსაფრთხოება; • ციფრული ხელსაწყოების შესწავლა; • ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხელისშემშლელი ფაქტორები; • ბავშვთა უფლებები; • დისკრიმინაცია; • სოციალური კეთილდღეობა; • გაკვეთილების დროს თამაშებით სწავლება; პროექტის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია. ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა შეძენილი უნარები საჭიროებს განმტკიცებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა ერთობლივი ციფრული პროდუქტი. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის საუკეთესო თანამშრომლობითი ურთიერთობა. პროექტი წარდგენილია ხარისხის ნიშანზე. წარმატებას ვუსურვებ პროექტს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს. https://youtu.be/bw3cuFm9i4E?si=PjQHxNl8VWEqNmLG







პროექტი - მიგრაცია სიკეთე თუ საფრთხე

 

პროექტის განხორციელების პერიოდი:1.04- 13.06.2024.

  პროექტი განხორციელდა თელავის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების და მეურვე პედაგოგის ზეინაბ კაკალაშვილის  ინივიატივით. მათ პროექტი გააცნეს და ჩაერთო  თელავის N9 , თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ შაშიანის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველოს და კლუბის ლიდერი მოსწავლეების და მათი მეურვე პედაგოგების თანამშრომლობით.მასში ჩაერთო ასევე  სასკოლო საზოგადოება და თემი. განხორციელებული აქტივობები -საინფორმაციო შეხვედრა,კვლევა/კვლევის ანალიზის პრეზენტაცია , თანატოლგანმანათლებლები -პრეზენტაციები(მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებით და ტრეფიკინგი- წარდგენა, ანიმაცია მიგრაცია ჩვენება/ განხილვა, სლოგანების, პოსტერების, ნახატებისა კონკურსი. დასკვნით ეტაპზე მოეწყო კონფერენცია სკოლებშორის,  მოსწავლეებმა წინასწარ გადანაწილებული თემები დაამუშავებს და წარმოადგინეს კონფერენციაზე.

 13 ივნისს გამართულ ონლაინ კონფერენციაში "მომავლის თაობა მდგრადი განვითარებისთვის" მონაწილეობა მიიღო პროექტში ჩართულმაა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.  საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან.  მასწავლებლები და მონაწილე მოსწავლეები. შეხვედრა ფეისბუქგვერძე პირდაპირი ეთერით მიმდინარეობდა. წარმატებით წარმოდგენილი მოხსენებებისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები.

https://www.facebook.com/share/d9tBkuX2zodSmbEZ/



https://www.etaloni.ge/geo/main/index/106870

ჩვენ ვზრუნავთ -



 22 აპრილი -დედამიწის საერთაშორიო დღეა USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა დედამიწის დღის კვირეული - ჩვენ ვზრუნავთ. 1970 წელს დაარსების დღიდან დედამიწის დღე გაფართოვდა და გახდა გლობალური ფენომენი, რომელიც აღინიშნება 193-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. დედამიწის დღე ემსახურება როგორც აქციის მოწოდებას, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდების, თემების და მთავრობების განათლებას, შთაგონებას და მობილიზებას, რომ დააფასონ გარემოს მნიშვნელობა და განახორციელონ ინვესტიცია მის დაცვასა და აღდგენაში. კვირეული მრავალმხრივი აქტივობებით იყო დატვირთული.

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა დედამიწის დღის კვირეული - ჩვენ ვზრუნავთ.მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები, ფილმის ყურება/განხილვა. მოეწყო ნახატების, პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი. ბუნების მასწავლებელმა ესაუბრა ბუნების კეთილდღეობის შესახებ.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.882364510362193&type=3


აქცია - “მე ვალაგებ საქართველოს”

16-17 აპრილს სსიპ სსიპ ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები შეუერთდნენ საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგი”-სა და USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program -ის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ აქციას, “მე ვალაგებ საქართველოს”. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, მისი მიმდებარე ტერიტორია და დაბახნების წიწვნარში არსებული დასასვებელი სკვერი. შეგროვებული პარკები მოათავსეს მიმდებარე ნაგვის ურნებში. აქციას შეუერთდა სკოლის ექიმი. აქციაში “მე ვალაგებ საქართველოს” 40-მდე მოსწავლე ჩაერთო,კერძოდ მე-7, მე-9 და მე-4 კლასის მოსწავლეები. აქტივობის დასრულების შემდგომ აქციის მონაწილეებმა მიირთვეს კომპანია „სადაგი“- ის მიერ გამოგზავნილი ორცხობილები. დიდი მადლობა მონაწილე მოსწავლეებს მხიარულ და ხალისიანი თანამშრომლობისთვის. მათი მოთხოვნით აქცია ორ დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა. მადლობა ორგანიზაციას მოწოდებული რესურსებისა და ტკბილეულისთვის❤️ #USAIDსამოქალაქოგანათლების პროგრამა / USAID Civic Education Program #სადაგი #მედიაცენტრიკახეთი #სახალისოდალაგება #მე ვალაგებსაქართველოს

https://www.facebook.com/media/set/?set=a.880003257264985&type=3