პროექტის განხორციელების პერიოდი:1.04- 13.06.2024.
პროექტი განხორციელდა თელავის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების და მეურვე პედაგოგის ზეინაბ კაკალაშვილის ინივიატივით. მათ პროექტი გააცნეს და ჩაერთო თელავის N9 , თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ შაშიანის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველოს და კლუბის ლიდერი მოსწავლეების და მათი მეურვე პედაგოგების თანამშრომლობით.მასში ჩაერთო ასევე სასკოლო საზოგადოება და თემი. განხორციელებული აქტივობები -საინფორმაციო შეხვედრა,კვლევა/კვლევის ანალიზის პრეზენტაცია , თანატოლგანმანათლებლები -პრეზენტაციები(მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებით და ტრეფიკინგი- წარდგენა, ანიმაცია მიგრაცია ჩვენება/ განხილვა, სლოგანების, პოსტერების, ნახატებისა კონკურსი. დასკვნით ეტაპზე მოეწყო კონფერენცია სკოლებშორის, მოსწავლეებმა წინასწარ გადანაწილებული თემები დაამუშავებს და წარმოადგინეს კონფერენციაზე.
13 ივნისს გამართულ ონლაინ კონფერენციაში "მომავლის თაობა მდგრადი განვითარებისთვის" მონაწილეობა მიიღო პროექტში ჩართულმაა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან. მასწავლებლები და მონაწილე მოსწავლეები. შეხვედრა ფეისბუქგვერძე პირდაპირი ეთერით მიმდინარეობდა. წარმატებით წარმოდგენილი მოხსენებებისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები.
https://www.facebook.com/share/d9tBkuX2zodSmbEZ/
Комментариев нет:
Отправить комментарий