понедельник, 8 июля 2024 г.

საერთაშორისო პროექტი - "Smart Life"



დიდი ინტერესით და აქტიურობით ჩავართეთ თელავის N5 საჯარო სკოლი მე-8 კლასის 7 მოსწავლეები და მოქალაქეობის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი, პროექტში ,,Smart Life “ რომელიც 9.09.2023 - 20.06.2024 განხორციელდა .მისი დამფუძნებელია სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო/ირმა ღანიაშვილი. დიდი მადლობა ქალბატონო ირმა საინტერესო და აქტუალურ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.  დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის https://school-education.ec.europa.eu/…/projects/smart-life მონაწილე ქვეყნები: Georgia(21), Turkey(7), Jordan(7), Poland(3), Republic of Moldova(2), Romania(2), Greece(2), Albania(1), Italy(1) მოსწავლეთა რაოდენობა : 262 მოსწავლე. პროექტში ჩართული მოსწავლეების ასაკი: 8– 16 წელი. პროექტის მიზნები: • ემოციებთან გამკლავების უნარების განვითარება; • ციფრული წიგნიერების უნარების გაუმჯობესება; • თვითშეფასების ამაღლება; • სტრესის მართვის უნარის განვითარება; • კონფლიქტების მოგვარების უნარების განვითარება; • დემოკრატიის, სამართლიანობის, მთლიანობის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება; • ჯანსაღი კვების უნარების განვითარება; ყველა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს წარმატებული და ბედნიერი მომავალი, მაგრამ მცირე ნაწილი ახერხებს ცხოვრებას თავისი მიზნებისა და ოცნებების მიხედვით დალაგებას. ძნელია გაუმკლავდე სტრესს, რომელიც გამოწვეულია არასწორად დაგეგმილი ყოველდღიური განრიგით, სოციალური ქსელებითა და ინტერნეტით მუდმივი სარგებლობით. თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად სჭირდება დასვენება, განტვირთვა. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ჩვევებისა და დამოკიდებულების შეცვლა, დროის მართვა, დასვენებისთვის დროის გამოყოფა. პროექტი ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების იდენტიფიცირებას, ტექნიკის, სტრატეგიების შესწავლას, აზროვნების სისტემის გადატვირთვას და ახალი, საჭირო უნარების გამომუშავებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინტერესო აქტივობები: • ციფრული უსაფრთხოება; • ციფრული ხელსაწყოების შესწავლა; • ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხელისშემშლელი ფაქტორები; • ბავშვთა უფლებები; • დისკრიმინაცია; • სოციალური კეთილდღეობა; • გაკვეთილების დროს თამაშებით სწავლება; პროექტის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია. ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა შეძენილი უნარები საჭიროებს განმტკიცებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა ერთობლივი ციფრული პროდუქტი. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის საუკეთესო თანამშრომლობითი ურთიერთობა. პროექტი წარდგენილია ხარისხის ნიშანზე. წარმატებას ვუსურვებ პროექტს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს. https://youtu.be/bw3cuFm9i4E?si=PjQHxNl8VWEqNmLG







Комментариев нет:

Отправить комментарий