понедельник, 8 июля 2024 г.

საერთაშორისო პროექტი - “We in the world of media literacy "


19.11.2023 – 30.05.2024 განხორციელდა პროექტი “We in the world of media literacy " მისი დამფუძნებელია სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი მონაწილე ქვეყნები: Georgia(18), Turkey(7), Poland(1), Romania(1), Latvia (1) მოსწავლეთა რაოდენობა : 97 მოსწავლე. პროექტში ჩართული მოსწავლეების ასაკი: 8– 16 წელი. პროექტის მიზნები: • მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება; • ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარ-ჩვევები; • ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა; • ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ. • მედიაწიგნიერების გამოყენებით დემოკრატიული კულტურის განვითარება • ცნონიერების ამაღლება ინტერნეტ-სივრცეში არსებული საფრთხეების, მათ შორის კიბერბულინგის გამოწვევის შესახებ და განუვითაროს ამ საფრთხეებისაგან თავდაცვის უნარები ყველა მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია იყოს მედიაწიგნიერი, რაც გვეხმარება სწორი ორიენტირებაში თანამედროვე ცხოვრებაში, ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გაჯერებულია ყველა სახის მედიით, გაზეთებით, რადიოთი, ტელევიზიით, ინტერნეტით. მედიაწიგნიერება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და შევაფასოთ ყველა მედია მესიჯი, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი იმის შესახებ, თუ რას ვირჩევთ წასაკითხად, ყურებასა და მოსასმენად. ის ასევე გვეხმარება გავხდეთ საზოგადოების უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი წევრები. მედიაწიგნიერება 21-ე საუკუნის აუცილებელ უნარად ითვლება. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი მედიას უვნებელ გართობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათზე გავლენას არ ახდენს მისი გზავნილები. თუმცა, ადამიანებზე გავლენას ახდენს მედია მესიჯები, რომლებსაც ისინი მოიხმარენ. მედიაწიგნიერების ინტერვენციები და განათლება ეხმარება ბავშვებს და მოზარდებს გააცნობიერონ მედიის გავლენა და მისცეს მათ ცოდნა და ინსტრუმენტები მისი გავლენის შესამცირებლად. მედიაგანათლებულმა ადამიანმა უკვე იცის, როგორ და სად მოიძიოს, გაფილტროს, შექმნას და გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინტერესო აქტივობები: • ციფრული უსაფრთხოება; • ციფრული ხელსაწყოების შესწავლა; • რეკლამა • პერსონალური მონაცემების დაცვა • კლიმატის ცვლილება • დედამიწის დღე • გაკვეთილების დროს თამაშებით სწავლება; • პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია. ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა შეძენილი უნარები საჭიროებს განმტკიცებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა ერთობლივი ციფრული პროდუქტი. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის საუკეთესო თანამშრომლობითი ურთიერთობა. პროექტი წარდგენილია ხარისხის ნიშანზე. წარმატებას ვუსურვებ პროექტს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს.

https://www.facebook.com/share/fbydFqfS8EJAh3dd/ 


https://www.etaloni.ge/geo/main/index/106948



Комментариев нет:

Отправить комментарий