четверг, 8 декабря 2022 г.

პროექტის თემა - ბავშვთა დაცვის საკითხები და ბავშვთა შრომა

 თემა: ბავშვთა დაცვის საკითხები,ბავშვთა შრომა

განხორციელების დრო: 7-14 დეკემბერი

ვისთვის: მშობლები, მოსწავლეები მასწავლებლები

·         აქტივობები:

·         ვიქტორინა- ბაშვთა უფლებებსა და ბავშვთა შრომაზე

·         ესსების კონკურსი

·         სლოგანების კონკურსი

·         ნახატების კონკურსი

·         მშობლებისა და ბავშვებისთვის სადისკუსიო სესია- აქტივობა "უსაფრთხო ქალაქის წესები" (მშობლებმა შეძლეს კონკურსისთვის გამოფენილი ნამუშევრების დათვარიელება, ასევე ამ პერიოდში სამოქალაქო განათლების პედაგოგის მიერ შედგენილმა ჯიურიმ გამოავლინა ესეების, სლოგანებისა და ნახატების გამარჯვებული მოსწავლეები. გამარჯვებულების დაჯილდოვება მოხდა 15 დეკემბერს დასკვნით ღონისძიებაზე.)

·         ბუკლეტების შექმნა და გავრცელება კლასებსა და თემში.

  • საინფორმაციო შეხვედრა თემაზე "ბავშვთა შრომა" მასწავლებლებისთვის - ტრენინგი (სოციალური მუშაკი)
  • ფორუმ სოციალური თეატრი (რომელის სცენარიც შეიქმნა მოსწავლეებისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის დახმარებით) - დასკვნითი ღონისძიება, რომელიც გაშუქდება კლუბის ფეისბუქგვერძე და ბლოგზე . ( ამ დღესვე მოხდა კონკურსის გამარჯვებულებისთვის პრიზების გადაცემა და სერტიფიკატებით დაჯილდოვება.)
  • კვირეული დაფინანსდა საკანცელარიო საქონლითა და გადასაცემი პრიზებით.
  • პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების, ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

2022 წლის 7 დეკემბერს თელავის N5 საჯარო სკოლაში  ჩატარდა ვიქტორინა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები. 8 დეკემბერს  მშობლებისა და ბავშვებისთვის მოეწყო სადისკუსიო სესია- აქტივობა "უსაფრთხო ქალაქის წესები" (მშობლებმა შეძლეს კონკურსისთვის გამოფენილი ნამუშევრების დათვარიელება, ასევე ამ პერიოდში სამოქალაქო განათლების პედაგოგის მიერ შედგენილმა ჯიურიმ გამოავლინა ესეების, სლოგანებისა და ნახატების გამარჯვებული მოსწავლეები. გამარჯვებულების დაჯილდოვება მოხდა 15 დეკემბერს დასკვნით ღონისძიებაზე.)



სამოქალაქო აქტივიზმი

 კლუბი "ახალი სიცოცხლე"-ს წევრება გაირეს ტრენინგი სამოქალაქო აქტივიზმთან, ჩართულობასთან დაკავშირებით,მათ მიღებული ცოდნით სამოქალაქო განათლების ზეინაბ კაკალაშვილის დახმარებით მოამზადეს პრეზენტაცია და თანატოლებს გაუზიარეს. გაიხსენეს და გაეცნენ სამოქალაქო აქტივიზმის პოზიტიურ მაგალითებს.
იმსჯელეს EGO& საზოგადოებაზე, გამართეს დიკუსია  და მივიდნენ დასკვნამდე რომ:

Ø  ყველა ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და მარტო ჩვენს ეგოს მხარეს არ უნდა ვიყოთ

Ø   თუ ყველა ერთმანეთს გვერდში დავუდგებით ეს მოგვცემს ძალიან კარგ შედეგს

Ø   და თუ მარტო ჩვენს ეგოზე ვიზრუნებთ ეს მოგვცემს ძალიან ცუდ შედეგს რადგან ყველამ რომ თავის ეგოზე იზრუნოს ჩვენ არც მეგობარი არც ოჯახის წევრი და არც არავინ არ გვეყოლება

Ø  ამიტომ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და მარტო ჩვენს ეგოზე არ ვიზრუნოთ ვიზრუნოთ ხალხზე და საზოგადოებაზე

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა გაიაზრეს მისი მნიშვნელობა.

თანატოლგანმანათლებლები

ახეთის ხმის ოფისში ჩატარდა ტრენინგი, სამოქალაქო ჩართულობის თემაზე.

პროექტი „გლადა ჰუდიკ თეატრის“ პროექტი - ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“

 
3 დეკემბერი "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა". თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის "ახალი სიცოცხლე"-ს წევრებმა დავიწყეთ ახალი პროექტი „გლადა ჰუდიკ თეატრის“ პროექტი - ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“. პროექტი ხორციელდება „შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების ხედვისა და დამოკიდებულებების შეცვლა. 

ავიწყეთ პროექტზე მუშაობა. კერძოდ: 

  • პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ 2006 წლის 13 დეკემბერს გაეროს მიერ შემუშავებულ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას".
  •  ვიმსჯელეთ სტერეოტიპების შესახებ. 
  • დავამზადეთ პოსტერები და გავავრცელეთ სასკოლო საზოგადოებასა და სოციალური ქსელით. 
  • საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას დემოკრატიის, სამართლიანობისა და ყველა ადამიანის თანაბარი ღირსების პატივისცემა წარმოადგენს.პროექტის შემდგომ ნაბიჯებს ეტაპობრივად განვახორციელებთ.

 უყურეს ანიმაციურ ფილმს " შეზღუდული შესაძლებლობები" და გამოხატეს საკუთარი შეხედულება ,როგორ შეიძლება დაეხმარონ თანატოლებს თუ უფროს ადამიანებს. პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ის უფლებები, რომლებიც განსაკუთრებულად მოეწონათ.უმრავლესობამ სიცოცხლის უფლება აარჩია და ეს გზავნილი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს არა მხოლოდ უფლებებზე, არამედ ყოველი ჩვენგანის მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე მათ წინაშე.

მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პოსტერები სლოგანებითა და რჩევებით.

კიდევ ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი ამ პროექტის ფარგლებში.

სამოქალაქო განათლების პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი

მოსწავლეთა შექმნილი პოსტერები

საერთაშორისო დღე ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ-კვირეული

  თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერებისა და მოსწალეთა თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა კვირეული საერთაშორისო დღე ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ,მოსწავლეემა მიიღეს ინფორმაცია ბავშვთა ძალადობის თემასთან დაკავშირებით, გამართეს დისკუსია ,ისაუბრეს პრობლემის მოგვარების გზებზე, განხორციელდა ესეების, სლოგანებისა და ნახატების კონკურსი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით, ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში მოვიწვიეთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთში ნათია ფიცხელაური ბავშვის უფლებებისა და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე სასაუბროდ თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებთან. შეხვედრაზე მოსწავლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქალბატონმა ნათია ფიცხელაურმა სახალხო დამცველის მანდატის და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო.ისაუბრა ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელობაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობაზე, ბავშვის ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებზე. ბავშვთა შრომის დარღვევებზე. შეხვედრა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. დიდი მადლობა ქალბატონ ნათია ფიცხელაურს საუკეთესო თანამშრომლობისთვის.  სლოგანების, ესსებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით. USAID-ის პროექტის კახეთის რეგიონის კოორდინატორის ლიკა ყარაულაშვილის მიერ.მადლობა მას საუკეთესო თანაშრომლობისთვის. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი

საერთაშორისო დღე ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ-კვირეული

 ესეების, სლოგანებისა და ნახატების კონკურსში დაჯილდოვებულ მოსწავლეთა სერტიფიკატები



ვეცნობით პროფესიებს





 2022 წლის 18 ნოემბერს  თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები ესტუმრნენ პროფესიულ კოლეჯ პრესტიჟს. შეხვედრის მიზანი იყო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში პროფესიული ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია. მოსწავლეებს მეგზურობა გაუწია კოლეჯის კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა ნატო დაღუნდარიძემ .მან ენერგიულად და გულისხმიერებით მიაწოდა მოსწავლეებს ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ, დაათვალიერებინა სხვადასხვა მიმართულებებს. მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლების შესახებ. ისინი შეხვედრის დამთავრების შემდეგ ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს და აღნიშნავდნენ, რომ ნახულს და მიღებულ ინფორმაციას გაუზიარებდნენ თანაკლასელებს, მეგობრებს, ნათესავებს. შეხვედრის ორგანიზება უზრუნველყო სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ზეინაბ კაკალაშვილმა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი კვირეული

 


სსიპ თელავის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს. მიზანი : ცნობიერების ამაღლება. თანასწორობის, ჰუმანური ღირებულებების, რომელიც  ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავდა  ტოლერანტული და მრავალფეროვანი ღირებულებების მქონე გარემოს შექმნასა და პოპულარიზაციას.

 თავდაპირველად, სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა მე-7 კლასის  მოსწავლეებს ჩაუტარად გაკვეთილი, რომელიც წარმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და კითხვა-პასუხის დროს ჩართო მთელი კლასი. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა , დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი.გაიმართა ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ვიდეორგოლების ჩვენება და განხილვა.ფილმი "ჰურიე" -ს ისტორიის გაცნობა და განხილვა-დისკუსია.მოძიებული ინფორმაციით მოამზადეს კედლის გაზეთები, სლოგანები. წარადგინეს პრეზენტავიები. პატარებმა თავისი თვალით დანახული ტოლერანტობა ნახატებით წარმოადგინეს და გააკრეს თვალსაჩინო ადგილას!

საბაზო და საშუალო  საფეხურის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით დამზადდა პოსტერები, რომლებიც გამოიფინა სკოლის საჯარო სივრცეში. 

გამართეს მსჯელობა დისკუსია.

1. როგორ უშლის ხელს ადამიანის პიროვნულ განვითარებას მის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულება ;

2. რა პრობლემები გაჩნდა მას შემდეგ , რაც ჰურიე თავსაბურავით შეიმოსა, რა სტერეოტიპებია საზოგადოებაში , თავსაფრიანი ქალების მიმართ .

 იმსჯელეს ჰურიეს ისტორიაში ასახულ არატოლერანტულ გამოვლინებზე და მოიფიქრეს მათი გადაჭრის ასერტული და ტოლერანტული გამოვლინებები.

 ასევე განიხილეს ნიგერიელი გოგონას , შარონის მონათხრობი , რომელიც კანის ფერის გამო დისკრიმინაციას განიცდიდა.მოსწავლეებმა ისაუბრეს თანასწორობას და ჰუმანურ ღირებულებებზე , რომელიც ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს  ხელს. 


ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კლუბის წევრებმა დაამზადეს ფლაერები და დაარიგეს თემში.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი კვირეული

მოხალისეობის ფორუმი

 


2022 წლის 31 ოქტომბერს კახეთის რეგიონალური ჰაბის ორგანიზებით ჩატარდა მოხალისებრივი ფორუმი ყვარელში -ლოპოტა სპა რეზორტში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და მოსწავლეები და ესწრებოდნენ. ღონისძიებას დაესწრო სამოქალაქო განათლების პედაგოგი და  სსიპ ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები: მათე მამულაშვილი, ანი ხუტუაშვილი და საბა წულიკიძე. მოსწავლეებს მოისმინეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიაარეს მათ მიერ განხორციელებული მოხალისეობის საუკეთესო მაგალითები. მსურველი მოსწავლეები დარეგისტრირდნენ შესაბამის საიტზე მოხალისეებად.

მოხალისებრივი ფორუმი