четверг, 8 декабря 2022 г.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი კვირეული

 


სსიპ თელავის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს. მიზანი : ცნობიერების ამაღლება. თანასწორობის, ჰუმანური ღირებულებების, რომელიც  ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავდა  ტოლერანტული და მრავალფეროვანი ღირებულებების მქონე გარემოს შექმნასა და პოპულარიზაციას.

 თავდაპირველად, სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა მე-7 კლასის  მოსწავლეებს ჩაუტარად გაკვეთილი, რომელიც წარმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და კითხვა-პასუხის დროს ჩართო მთელი კლასი. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა , დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი.გაიმართა ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ვიდეორგოლების ჩვენება და განხილვა.ფილმი "ჰურიე" -ს ისტორიის გაცნობა და განხილვა-დისკუსია.მოძიებული ინფორმაციით მოამზადეს კედლის გაზეთები, სლოგანები. წარადგინეს პრეზენტავიები. პატარებმა თავისი თვალით დანახული ტოლერანტობა ნახატებით წარმოადგინეს და გააკრეს თვალსაჩინო ადგილას!

საბაზო და საშუალო  საფეხურის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით დამზადდა პოსტერები, რომლებიც გამოიფინა სკოლის საჯარო სივრცეში. 

გამართეს მსჯელობა დისკუსია.

1. როგორ უშლის ხელს ადამიანის პიროვნულ განვითარებას მის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულება ;

2. რა პრობლემები გაჩნდა მას შემდეგ , რაც ჰურიე თავსაბურავით შეიმოსა, რა სტერეოტიპებია საზოგადოებაში , თავსაფრიანი ქალების მიმართ .

 იმსჯელეს ჰურიეს ისტორიაში ასახულ არატოლერანტულ გამოვლინებზე და მოიფიქრეს მათი გადაჭრის ასერტული და ტოლერანტული გამოვლინებები.

 ასევე განიხილეს ნიგერიელი გოგონას , შარონის მონათხრობი , რომელიც კანის ფერის გამო დისკრიმინაციას განიცდიდა.მოსწავლეებმა ისაუბრეს თანასწორობას და ჰუმანურ ღირებულებებზე , რომელიც ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს  ხელს. 


ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კლუბის წევრებმა დაამზადეს ფლაერები და დაარიგეს თემში.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი კვირეული

Комментариев нет:

Отправить комментарий