თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერებისა და მოსწალეთა თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა კვირეული საერთაშორისო დღე ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ,მოსწავლეემა მიიღეს ინფორმაცია ბავშვთა ძალადობის თემასთან დაკავშირებით, გამართეს დისკუსია ,ისაუბრეს პრობლემის მოგვარების გზებზე, განხორციელდა ესეების, სლოგანებისა და ნახატების კონკურსი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით, ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში მოვიწვიეთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთში ნათია ფიცხელაური ბავშვის უფლებებისა და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე სასაუბროდ თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებთან. შეხვედრაზე მოსწავლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქალბატონმა ნათია ფიცხელაურმა სახალხო დამცველის მანდატის და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო.ისაუბრა ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელობაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობაზე, ბავშვის ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებზე. ბავშვთა შრომის დარღვევებზე. შეხვედრა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. დიდი მადლობა ქალბატონ ნათია ფიცხელაურს საუკეთესო თანამშრომლობისთვის. სლოგანების, ესსებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით. USAID-ის პროექტის კახეთის რეგიონის კოორდინატორის ლიკა ყარაულაშვილის მიერ.მადლობა მას საუკეთესო თანაშრომლობისთვის. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი
საერთაშორისო დღე ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ-კვირეული
ესეების, სლოგანებისა და ნახატების კონკურსში დაჯილდოვებულ მოსწავლეთა სერტიფიკატები
Комментариев нет:
Отправить комментарий