четверг, 8 декабря 2022 г.

პროექტი „გლადა ჰუდიკ თეატრის“ პროექტი - ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“

 
3 დეკემბერი "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა". თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის "ახალი სიცოცხლე"-ს წევრებმა დავიწყეთ ახალი პროექტი „გლადა ჰუდიკ თეატრის“ პროექტი - ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“. პროექტი ხორციელდება „შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების ხედვისა და დამოკიდებულებების შეცვლა. 

ავიწყეთ პროექტზე მუშაობა. კერძოდ: 

  • პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ 2006 წლის 13 დეკემბერს გაეროს მიერ შემუშავებულ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას".
  •  ვიმსჯელეთ სტერეოტიპების შესახებ. 
  • დავამზადეთ პოსტერები და გავავრცელეთ სასკოლო საზოგადოებასა და სოციალური ქსელით. 
  • საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას დემოკრატიის, სამართლიანობისა და ყველა ადამიანის თანაბარი ღირსების პატივისცემა წარმოადგენს.პროექტის შემდგომ ნაბიჯებს ეტაპობრივად განვახორციელებთ.

 უყურეს ანიმაციურ ფილმს " შეზღუდული შესაძლებლობები" და გამოხატეს საკუთარი შეხედულება ,როგორ შეიძლება დაეხმარონ თანატოლებს თუ უფროს ადამიანებს. პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ის უფლებები, რომლებიც განსაკუთრებულად მოეწონათ.უმრავლესობამ სიცოცხლის უფლება აარჩია და ეს გზავნილი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს არა მხოლოდ უფლებებზე, არამედ ყოველი ჩვენგანის მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე მათ წინაშე.

მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პოსტერები სლოგანებითა და რჩევებით.

კიდევ ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი ამ პროექტის ფარგლებში.

სამოქალაქო განათლების პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი

მოსწავლეთა შექმნილი პოსტერები

Комментариев нет:

Отправить комментарий